„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 101 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს“ - ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

„მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: თურქმენეთის, ინდოეთის, თურქმენეთის, ერაყის, აზერბაიჯანის, რუსეთის, უზბეკეთის, ნიგერიის, ბანგლადეშის, იორდანიის, კენიის, სუდანის, ბელორუსის, უგანდის, ნეპალის, პაკისტანის, ფილიპინების, ყირგიზეთის, ზიმბაბვეს, ლიბანის და სხვა სახელმწიფოების - ჯამში 101 მოქალაქე.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის პირველი 4 თვის მონაცემებით, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თითქმის იმავე რაოდენობის უცხოელი არალეგალის გაძევება განახორციელეს ქვეყნიდან, რაც გასული წლის მანძილზე ჯამურად. შეგახსენებთ, რომ ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, 2025 წელს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჯამში 1311 უცხო ქვეყნის მოქალაქე გააძევეს საქართველოდან.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ“ - ნათქვამია ინფორმაციაში.