2025 წელს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 1.7 მილიარდი ლარის წმინდა მოგება მიიღო, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ფინანსური შედეგებიდან ხდება ცნობილი, რომელიც სებ-მა პარლამენტს წარუდგინა.
გასული წლის მაჩვენებელი 2024 წლის მონაცემთან, 1.15 მილიარდ ლართან, შედარებით 48%-ით მეტია.
სებ-მა 2025 წელს ცენტრალურ ბიუჯეტში საკუთარი მოგებიდან 571.5 მილიონი ლარი გადარიცხა, ხოლო 2024 წელს მთავრობისთვის გადარიცხული დივიდენდი 302.8 მილიონი ლარი იყო.