ევროკავშირმა და სომხეთმა დაკავშირებადობის სფეროში პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს, - ინფორმაციას ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ავრცელებს.

ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, შეთანხმება ევროკავშირს, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიას აკავშირებს.

„ხელი მოეწერა ევროკავშირსა და სომხეთს შორის დაკავშირებადობის სფეროში პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას. ტრანსპორტიდან დაწყებული ენერგეტიკითა და ციფრული ქსელებით დამთავრებული, ამას შეუძლია სომხეთი კონტინენტების გზაჯვარედინზე მდებარე სტრატეგიულ ცენტრად აქციოს“, - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე.

შეთანხმებას ხელი ერევანში, ევროკავშირი-სომხეთის სამიტის ფარგლებში მოეწერა.

ipn.ge