მოლდოვურმა ავიაკომპანია Sky Up Nistru-მ, რომელიც მანამდე Vision Air-ის სახელით ოპერირებდა, რებრენდინგის პროცესი დაასრულა და განახლებული საექსპლუატაციო სერტიფიკატი მიიღო. უკრაინული SkyUp-ის პრესსამსახურის ინფორმაციით, კომპანიებს შორის თანამშრომლობა მოლდოვის ბაზარზე უკვე თითქმის ერთ წელს ითვლის და მოიცავს როგორც რეგულარულ, ისე ჩარტერულ რეისებს კიშინიოვის აეროპორტიდან.

კომპანიაში განმარტავენ, რომ რებრენდინგი მგზავრებისთვის მოგზაურობის გამოცდილებას უფრო ნათელსა და ცნობადს გახდის, რადგან SkyUp-ის ბრენდის ქვეშ მომსახურების ერთიანი სტანდარტები და მზარდი სამარშრუტო ქსელი ჩამოყალიბდება. Sky Up Nistru ფლობს ყველა საჭირო ნებართვას ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიმართულებით კომერციული რეისების განსახორციელებლად, ასევე ფლობს კანადის უცხოური ექსპლუატანტის ავტორიზაციას გარკვეული ტიპის ოპერაციებისთვის.

ამჟამად SkyUp-ის ბრენდის ქვეშ სამი გადამყვანი ოპერირებს:

SkyUp Airlines LLC (IATA: PQ) — რეგისტრირებული უკრაინაში;

SkyUp MT Limited (IATA: U5) — რეგისტრირებული მალტაში;

Sky Up Nistru (IATA: 4V) — რეგისტრირებული მოლდოვაში.

SkyUp ერთადერთი უკრაინული ავიაკომპანიაა, რომელიც ახლა რეგულარულ რეისებს მალტაში რეგისტრირებული შვილობილი კომპანიის, SkyUp MT-ის მეშვეობით ახორციელებს, რომლის ძირითადი ბაზაც კიშინიოვში მდებარეობს. 2025 წლის აპრილიდან კომპანიამ რეგულარული ფრენები დაიწყო კიშინიოვიდან, ხოლო მოგვიანებით სამარშრუტო ქსელი პოლონეთისა და რუმინეთის მიმართულებებითაც გააფართოვა.

წყარო: avianews.ge