Vodafone Group-ი CK Hutchison Holdings-ის წილს გამოისყიდის დიდი ბრიტანეთის უმსხვილეს მობილურ ოპერატორ  VodafoneThree–ში 4.3 მილიარდი ფუნტი სტერლინგად – ამის შესახებ კომპანიის პრესსამსახურმა განაცხადა.

VodafoneThree გასული წლის მაისში Vodafone UK-ისა და Three UK-ის შერწყმის შედეგად ჩამოყალიბდა. ამჟამად VodafoneThree-ის 51% Vodafone-ს, ხოლო 49% ჰონგ-კონგში დაფუძნებული კომპანია CK Hutchison-ის საკუთრებაა.

კომპანიამ განაცხადა, რომ Vodafone UK-სა და Three UK-ის შერწყმის შემდეგ ორი ბიზნესის ინტეგრაციის კუთხით მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული.

ვრცლად liga.net – ზე