“ახლო მომავალში შესაძლოა ავტოჰაბის ფუნქცია დავკარგოთ“ - ამის შესახებ ავტომობილების იმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ალექსი ნონიაძემ "კომერსანტის" ეთერში საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ახალი რეგულაციებით ბევრი დილერი სამსახურს დაკარგავს, კომპანიები დაიხურებიან, ხოლო შემოსავლები შემცირდება.
„აღქმა მაქვს, რომ მთავრობისთვის ავტომობილების დარგი ნაკლებად მნიშვნელოვანია. ახლა მივდივართ იქითკენ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი დარჩება უმუშევარი და მოუწევთ სხვა ბიზნესის სფეროში გადანაწილდნენ. ვინც დარგში დარჩება ისინი ადაპტირდებიან, მაგრამ ეს ადაპტაცია გარკვეული საფასური დაგვიჯდება. ბევრმა კომპანიამ თქვა ისიც, რომ მათ დაიწყეს ჩინური ავტომობილების იმპორტზე საუბარი. მაგრამ უნდა გავიმეორო, რომ ჩვენი სექტორი თავიდან ბოლომდე ვიყავით დამოკიდებული რეექსპორტზე.
აქედან გამომდინარე, ბევრი კომპანია დაიხურება, შემოსავლები შემცირდება და ამას მოჰყვება ეკონომიკის კლებაც. ძალიან მძიმე პროგნოზია, მაგრამ ახლო მომავალში შესაძლოა დავკარგოთ ავტოჰაბის ფუნქციაც“. - განაცხადა ალექსი ნონიაძემ.