სომხეთის პრემიერ მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი კვლავ საუბრობს იმაზე, რომ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები მნიშვნელოვანია სომხეთისთვის და რომ დღევანდელი სიტუაციით სომხეთი შეშფოთებულია. ამის შესახებ, როგორც Armenpress იუწყება, ბრიფინგზე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანიგანაცხადა.
„რაც შეეხება საქართველოს, მე მკაფიოდ განვაცხადე, რომ საქართველო ძალიან მნიშვნელოვან და საკვანძო როლს ასრულებს სომხეთ-ევროპის ურთიერთობებში და ჩვენ ამ სიტუაციით ძალიან შეშფოთებულები ვართ. ვფიქრობთ, რომ ეს მდგომარეობა უნდა დარეგულირდეს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ამასთან, მან თქვა, რომ სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები სხვა ქვეყნებთან ან გაერთიანებებთან ურთიერთობებით არ განისაზღვრება.