კანადის მთავრობა 2026 წლის FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობისთვის დაახლოებით 1.1 მილიარდ კანადურ დოლარს (801 მილიონი აშშ დოლარი) დახარჯავს, ნათქვამია საპარლამენტო ანგარიშში.

ქვეყანაში სულ 13 ჩემპიონატის თამაში ჩატარდება, რომელთაგან თითოეულის ღირებულება დაახლოებით 82 მილიონი კანადური დოლარი იქნება. ჯგუფურ ეტაპზე ათი თამაში ჩატარდება, ხოლო პლეი-ოფის სხვადასხვა ეტაპზე სამი.

მთლიანი თანხიდან დაახლოებით 473 მილიონი დოლარი ფედერალური ბიუჯეტიდან, ხოლო 593 მილიონი დოლარი ადგილობრივი ბიუჯეტებიდან იქნება გამოყოფილი.

ვრცლად interfax – ზე