რუსეთი ოქროს რეზერვების ყველაზე დიდ შემცირებას აფიქსირებს ბოლო მეოთხედი საუკუნის განმავლობაში.

მიმდინარე წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში ოქროს რეზერვები თითქმის 28 ტონით შემცირდა, განაცხადა რუსეთის ფედერაციის ცენტრალურმა ბანკმა.

ცენტრალური ბანკი იძულებულია გაყიდოს ოქროს რეზერვები ბიუჯეტის დეფიციტის დასაფარად, რომელმაც მარტის ბოლოსთვის 4.6 ტრილიონ რუბლს მიაღწია. 

აღსანიშნავია, რომ 2026 წლის 1 მაისის მონაცემებით, რუსეთის ოქროს რეზერვმა 73.9 მილიონი უნცია ოქროს ზოდი შეადგინა. ეს მოცულობა თვის განმავლობაში 200 000 უნციით და წლის დასაწყისიდან 900 000 უნციით შემცირდა.