„დღეისათვის საქართველოს ელექტროენერგიისდადგმული სიმძლავრე დაახლოებით 5000 მგვტ-სშეადგენს. ჩვენ გარდავქმენით ენერგეტიკულისექტორის განვითარების 10-წლიანი გეგმა, რომელიცმიზნად ისახავს 2036 წლისთვის დადგმულისიმძლავრის 2,5-ჯერ გაზრდას, რაც იმას ნიშნავს, რომ ადგილობრივი გენერაცია დაახლოებით 11,5ათას მგვტ-ს მიაღწევს“ - ამის შესახებ საქართველოსვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის დ მდგრადიგანვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმაბუქარესტში, „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მე-13 მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისასგანაცხადა. 

 

საქართველოს ენერგეტიკის სექტორისგანვითარების პროცესში არსებულ დინამიკაზესაუბრისას მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, რომ 10-წლიანი გეგმის შესაბამისად, 2036 წლისთვისსაქართველოში ადგილობრივი გენერაციადაახლოებით 11,5 ათას მგვტ-ს მიაღწევს.

 

„ეს ნიშნავს, რომ საქართველომ ელექტროენერგიისგენერაციის სრული თვითკმარობა უნდაუზრუნველყოს, რათა სრულად დააკმაყოფილოსქვეყნის შიდა მოხმარების საჭიროებები. ამსულისკვეთებით, ჩემს ქვეყანას ექნება მეტიშესაძლებლობა, თავისი წვლილი შეიტანოს ევროპისენერგეტიკულ უსაფრთხოებაშიც, შავი ზღვისწყალქვეშა კაბელის მეშვეობით, რომელიცექსპორტის შესაძლებლობას ქმნის“ - აღნიშნავიცე-პრემიერმა.

 

სიტყვით გამოსვლისას ეკონომიკის  მინისტრმა ხაზიგაუსვა მწვანე ენერგიის დერეფნის პროექტთანერთად, ინვესტიციების განხორციელებისმნიშვნელობას  ძირითად ენერგეტიკულინფრასტრუქტურაში.

 

„ჩვენ ვირჩევთ ერთგულების კურსს და ინვესტიციებსვდებთ ძირითად ინფრასტრუქტურაში. ჩვენ კვლავერთგულნი ვართ ამ გზისა და უზრუნველვყოფთჩვენი ქვეყნის ენერგეტიკულ სექტორშისაინვესტიციო ნაკადების მხარდაჭერას. ამდინამიკიდან გამომდინარე, ძალიან გვახარებს, რომროგორც მიმდინარე წელს, ისე მომავალ წლებშიცჩვენს ადგილობრივ ენერგობაზარს მნიშვნელოვანიდადგმული სიმძლავრეები დაემატება“ - განაცხადამარიამ ქვრივიშვილმა.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.