სათავგადასავლო და ტექნიკური სამოსის ამერიკული ბრენდი The North Face საქართველოში გაფართოებას განაგრძობს. ბრენდის რიგით მესამე ოფიციალური მაღაზია უახლოეს დღეებში ბათუმში, სავაჭრო ცენტრ Grand Mall-ში, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩა №29-ში გაიხსნება.

ეს The North Face-ის პირველი მაღაზია იქნება ბათუმში. ახალი ფილიალი მომხმარებელს Fall-Winter 2026-ის კოლექციას შესთავაზებს, რომელიც ბრენდის ტექნიკურ სამოსს, ფეხსაცმელსა და აღჭურვილობას მოიცავს.

The North Face-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში კომპანია „მეგასპორტია“. მისი მართვით ბრენდის ორი ოფიციალური მაღაზია უკვე ფუნქციონირებს თბილისში - “გალერია თბილისში“ და „City Mall საბურთალოზე“.

The North Face 1966 წელს აშშ-ში დაფუძნდა და მაღალტექნიკური სამოსის, ფეხსაცმლისა და აღჭურვილობის წარმოებაზეა სპეციალიზებული. ბრენდის პროდუქციას იყენებენ როგორც პროფესიონალი სპორტსმენები და ალპინისტები, ისე აქტიური ცხოვრების წესის მოყვარულები.