თბილისში 2026 წელს დასასრულებელი საცხოვრებელი ბინების 79% უკვე გაყიდულია, ხოლო 21% კვლავ გასაყიდია. ამის შესახებ „გალთ ენდ თაგარტის“ საცხოვრებელი უძრავი ქონების ივლისის მიმოხილვაშია აღნიშნული.
კვლევის მიხედვით, დასრულების წლის მიხედვით ბინების გაყიდვების მაჩვენებლები ასეთია:
- 2026 წელი — 79% გაყიდულია, 21% გასაყიდია;
- 2027 წელი — 66% გაყიდულია, 34% გასაყიდია;
- 2028 წელი — 59% გაყიდულია, 41% გასაყიდია.
ამასთან, საინვესტიციო ბანკის შეფასებით, 2026 წლის ივლისში საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდა როგორც პირველად, ისე მეორად ბაზრებზე.
2026 წლის პირველი შვიდი თვის განმავლობაში თბილისში ჯამში 27 274 უძრავი ქონების ტრანზაქცია განხორციელდა, ხოლო გაყიდვების საერთო ღირებულებამ 2.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 27.3%-იანი ზრდაა.