რესტორნები „ტაბლა“ და „პომოდორისიმო“ დროები დაიხურა. მიზეზი გუშინ, 21 დეკემბერს, ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი ხანძრია.

როდიდან შეძლებენ სტუმრების მიღებას ეს ობიექტები, ჯერ უცნობია. ამ ეტაპზე სერვისის აღდგენის კონკრეტული თარიღი ვერ სახელდება. 

„ძვირფასო სტუმრებო, ჩვენთან გაჩენილი ხანძრის გამო ობიექტი დროებით დახურული იქნება, იმედი გვაქვს მალე შევძლებთ ჩვეულ გარემოში გიმასპინძლოთ“, - წერენ „ტაბლა“ და „პომოდორისიმო“ სოციალურ ქსელში.