სფერო ჰოლდინგის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა - კომპანიის დამფუძნებელს გივი წულეისკირს 12 წლით, იურისტ სოფო პეტრიაშვილს კი 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მ

ათ ბრალი წარდგენილი ჰქონდათ მუხლებით, რომლებიც მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მოტყუებით დაუფლებას გულისხმობს. საქმეში დაზარალებულია 500-ზე მეტი ოჯახი.

დაზარალებული აკაკი ლუკავა აცხადებს, რომ 570 ოჯახისთვის 9 თვიანი კოშმარი დასრულდა.

"დასრულდა 9 თვიანი კოშმარი 570 ოჯახისთვის მეგობრებო. თაღლითური დაჯგუფება სფერო ჰოლდინგი ყველაზე გაჭირვებულ ხალხისგან ითვისებს თაღლითურად თანხას.

ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ქონებები, რაც მათ ეკუთვნოდათ, რაც "სფერო ინვესტს" ეკუთვნოდა, რაც იყო პროკურატურის მიერ დაყადაღებული, მიექცა ყველა დაზარალებულის საკეთილდღეოდ", - აღნიშნა ლუკავამ.