Uber Technologies Inc.-მა და ბრიტანულმა ავტონომიური მართვის სისტემების შემქმნელმა Wayve Technologies Ltd.-მ ლონდონში რობოტაქსის გაშვების ნებართვა მიიღეს, თავდაპირველად საჭესთან ადამიანი მძღოლებით.

ლონდონის ტრანსპორტის სამსახურმა (TfL) გასცა ლიცენზიები, რომლებიც Wayve-ის რამდენიმე ავტონომიურ ავტომობილს მომსახურების განხორციელების საშუალებას აძლევს, – ნათქვამია კომპანიების ერთობლივ პრესრელიზში. 

კომპანიებმა აღნიშნეს ლონდონელების მხრიდან დიდი ინტერესი Uber-ისგან Wayve-ის ავტონომიური მანქანების შეკვეთის მიმართ. ბოლო რვა კვირის განმავლობაში, „სურვილების სიაში“ 100 000-ზე მეტი მომხმარებელი დარეგისტრირდა. ზოგიერთი მათგანი რობოტაქსის გამოყენებას ამ ზაფხულის ბოლოს შეძლებს.

ვრცლად interfax – ზე