შერწყმა დიდი ბრიტანეთის უნივერსიტეტებზე, მათ შორის არაერთ წამყვან გლობალურ ინსტიტუტზე, მზარდი ეკონომიკური ზეწოლის ფონზე ხდება.
ორი ბრიტანული უნივერსიტეტი გაერთიანდა, რათა შექმნან როგორც თავად ამბობენ ბრიტანეთში პირველი „სუპერუნივერსიტეტი“. ლონდონის გრინვიჩის უნივერსიტეტმა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისში მდებარე კენტის უნივერსიტეტმა ორშაბათს განაცხადეს, რომ შერწყმა დაასრულეს და შექმნეს ახალი საუნივერსიტეტო ჯგუფი, London and South East University Group, რომელიც ცნობილი იქნება აბრევიატურა LASE – თი.
ახალ ჯგუფში, რომლის სტრუქტურა თავიდანვე გათვლილია სხვა უნივერსიტეტების შესაძლო შეერთებისთვის, 50 000-ზე მეტი სტუდენტი ისწავლის, რაც მას სტუდენტების რაოდენობით დიდ ბრიტანეთში სიდიდით მესამე უნივერსიტეტად აქცევს.
ორივე უნივერსიტეტი გააგრძელებს ფუნქციონირებას საკუთარი სახელწოდებით და შეინარჩუნებს ცალკეულ აკადემიურ ერთეულებს: აპლიკანტები განაცხადს შეიტანენ, ისწავლიან და მიიღებენ ხარისხს მათ მიერ არჩეულ უნივერსიტეტში. LASE ჯგუფს ეყოლება საკუთარი კანცლერი, მმართველი ორგანო და უფროსი მენეჯმენტის გუნდი.