ევროპის უმსხვილესმა სამრეწველო კონგლომერატმა, Siemens AG-მ, 2027 ფინანსური წლის მესამე კვარტალში წმინდა მოგება 11%-ით, ხოლო შემოსავალი 7%-ით გაზარდა.
აპრილ-ივნისში კომპანიის წმინდა მოგება 2.27 მილიარდ ევრომდე გაიზარდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდის 2.05 მილიარდი ევროდან.
Siemens-ის სამრეწველო განყოფილების ოპერაციული მოგება (ძირითადი ოპერაციული მაჩვენებელი) 25%-ით გაიზარდა და ისტორიულ მაქსიმუმს, 3.52 მილიარდ ევროს მიაღწია.