„ზოგიერთი ქარხანა დაიხურება, ხალხი კი ალტერნატიული დასაქმების გარეშე დარჩება“ - „პეპსი საქართველო“ პლასტმასის ბოთლების აკრძალვის მოსალოდნელ შედეგებზე საუბრობს. ნინო მამისაშვილის განცხადებით, რეგულაცია მხოლოდ მათ სექტორში 2 000-ზე მეტი ადამიანის დათხოვნას გამოიწვევს, წარმოების გადაწყობისთვის საჭირო 2 წლიანი პერიოდი კი გარკვეული დროით ბაზარს პრაქტიკულად გამაგრილებელი სასმელების, ლუდისა და წყლის გარეშე დატოვებს.

“ჩვენი შეფასებითწარმოების 75-80% თუ PET-ზე მოდის, ამ რეგულაციის ამოქმედების შემდეგ საწარმოო მოცულობები ინდუსტრიაში ალბათ 75%-ით მაინც შემცირდება. ბუნებრივია შემცირდება ჯამური შემოსავალიც. ეს ნეგატიურად იმოქმედებს, როგორც ჩვენ გადახდილ გადასახადებზე, ისე ამ გადაწყვეტილების შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდება დასაქმებაამ სექტორს სამსახურიდან ძალიან ბევრი ადამიანის გათავისუფლება მოუწევს.

ჩვენი შეფასებითლუდის სექტორის წარმადობა დაახლოებით 140 მილიონი ლიტრია და ამ მიმართულებითაც ნეგატიური ეფექტი ექნებაანუ სასმელების წარმოება 1 მლრდ ლიტრის ფარგლებშია, აქედან გამომდინარე ვფიქრობთმხოლოდ ჩვენს სექტორში დასაქმების მაჩვენებელი 2000-ზე მეტი ადამიანით შემცირდება. ამასთან, ამ ადამიანებს ალტერნატიული დასაქმების ადგილი არ ექნებათიმიტომრომ მაგალითად ხაზის ოპერატორი ვერსად დასაქმდება, რადგან სხვა ყველა ქარხანას ანალოგიური პრობლემა ექნებაეს შემდეგ დომინოს პრინციპით ყველაფერზე იქონიებს გავლენას.

მაგალითადჩვენი ნედლეულის მომწოდებლებზე იქონიებს კიდევ პირდაპირ გავლენასმათაც ფაქტობრივად ბიზნესი დაეხურებათ და ხალხიც უმუშევარი დარჩებაის ინვესტიციებირომელიც ჩადესფაქტობრივად ჰაერში გაფრინდება. ასეთ ნეგატიურ ეფექტს ველოდებით.

ამასთან, ჩვენ მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელება მოგვიწევს. თუ ამ რეგულაციაზე გადავეწყობით, ახალი ხაზების ჩამოტანა მოგვიწევსშესაბამისადვფიქრობთრომ ამას 1.5-2 წელი მაინც სჭირდებარომ ამ ხაზისთვის ადგილი მოაწყო და ჩამოიტანო და დააინსტალირო.

ვინც მოერგებამოერგებამაგრამ მაინც ბაზარი იქნება რაღაც პერიოდიგამაგრილებელი სასმელებისლუდისა და წყლის გარეშეანუ ვგულისხმობ PET-ში ჩამოსხმულ მოცულობებს”,- აცხადებს BMG-სთან "იბერია რეფრეშმენტსი - პეპსი საქართველოს" ფინანსური დირექტორი ნინო მამისაშვილი.

მისივე თქმით, რეგულაცია პროდუქციის ფასს მინიმუმ 2.5-ჯერ გაზრდის.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის 1 ივლისიდან აიკრძალება საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის სასმელების მიწოდება პლასტმასის ბოთლებით. ხოლო 2027 წლის 1 თებერვლიდან აიკრძალება პლასტმასის ბოთლებში ჩამოსხმული სასმლის წარმოება (გარდა ექსპორტის მიზნით), იმპორტი და ბაზარზე განთავსება.

bm.ge