აშშ-თან ერთად ბევრი ქვეყნები გაგზავნიან სამხედრო გემებს ჰორმუზის სრუტეში, რათა ის ღია და უსაფრთხო იყოს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
„ბევრი ქვეყანა, განსაკუთრებით ისინი, ვისაც ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის გადაკეტვის მცდელობა შეეხო, აშშ-თან ერთად გაგზავნიან სამხედრო გემებს, რათა ჰორმუზის სრუტე ღია და უსაფრთხო იყოს. უკვე გავანადგურეთ ირანის სამხედრო შესაძლებლობების 100%, მაგრამ მათთვის მარტივია ერთი ან ორი დრონი გაგზავნა, ნაღმის ჩაგდება, ან ახლო რადიუსის მოქმედების რაკეტა მიიტანონ სადმე ამ სრუტის გასწვრივ ან მასში, რაც არ უნდა მძიმედ დამარცხებულები იყვნენ. იმედია, ჩინეთი, საფრანგეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა, გაერთიანებული სამეფო და სხვები, ვისაც ეს ხელოვნური შეფერხება შეეხო, გემებს გაგზავნიან ამ ტერიტორიაზე, რათა ჰორმუზის სრუტე საფრთხე აღარ იყოს სრულიად თავმოკვეთილი ქვეყნის მხრიდან. ამასობაში, შეერთებული შტატები დაუნდობლად დაბომბავს სანაპირო ზოლს, და გააგრძელებს ირანული ნავებისა და გემების განადგურებას. ასე თუ ისე, მალე ჰორმუზის სრუტე იქნება ღია, უსაფრთხო და თავისუფალი!“ - წერს ტრამპი.