საქართველოს მინის ბოთლების და ბოცების იმპორტი გაუძვირდა. 2025 წლის მონაცემებით, საქართველოში 79,9 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 145 453 ტონა მინის ბოთლები და ბოცები შემოვიტანეთ, მაშინ როცა 2024 წელს, 71,7 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 155 959 ტონა.
„საქსტატის“ მონაცემების მიხედვით, მინის ბოცებისა და ბოთლების იმპორტი დაახლოებით 20%-ით გაძვირდა.
2025 წლის მონაცემების თანახმად, მინის ბოთლებისა და ბოცების იმპორტის ნახევარი რუსეთზე მოდის, რომელმაც 2025 წელს წინა წელთან შედარებით იმპორტი 39%-ით გააძვირა (2024 წელს 1 ტონის საშუალო ფასი 412 დოლარი იყო, 2025 წელს - 571 დოლარი).
მინის ბოცებისა და ბოთლების ძირითადი საიმპორტო ქვეყნები შემდეგია:
- რუსეთი - 39,8 მლნ აშშ დოლარი
- სომხეთი - 27,4 მლნ აშშ დოლარი
- ჩინეთი - 2,7 მლნ აშშ დოლარი
- აზერბაიჯანი - 2,3 მლნ აშშ დოლარი
- უკრაინა - 1,9 მლნ აშშ დოლარი
- თურქეთი - 1,6 მლნ აშშ დოლარი
- საფრანგეთი - 1,1 მლნ აშშ დოლარი
- მოლდოვა - 896 400 აშშ დოლარი
- იტალია - 701 600 აშშ დოლარი
- ბულგარეთი - 174 400 აშშ დოლარი.
ცნობისთვის, მთავრობა 2027 წლის 1 თებერვლიდან პლასტმასის ბოთლებით და შეფუთვებით სურსათის, მათ შორის სასმლის, რეალიზაციის აკრძალვას.