საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის ცხრა თვეში საქართველოში  იმპორტირებილი სუნამოსა და ტუალეტის წყლის მოცულობამ 896 ტონას მიაღწია, რაც 9.2%-იანი ზრდაა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

იმპორტირებული სუნამოს საერთო ფინანსურმა მოცულობამ 32.1 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც  10.1%-იანი ზრდაა.

ქვეყნები, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი სუნამო შემოდის:

  • საფრანგეთი – 9.3 მლნ $, 91 ტონა

  • ესპანეთი – 4.4 მლნ $, 73 ტონა

  • იტალია – 3 მლნ $, 45 ტონა

  • არაბთა გაერთიანებული საამიროები – 2.5 მლნ $, 175 ტონა

  • ჩინეთი – 1.9 მლნ $, 216 ტონა

  • ბელგია – 1.9 მლნ $, 6 ტონა

  • დიდი ბრიტანეთი – 1.9 მლნ $, 32 ტონა

  • პოლონეთი – 1.6 მლნ $, 98 ტონა

  • თურქეთი – 1.4 მლნ $, 101 ტონა

  • შვეიცარია – 0.64 მლნ $, 6 ტონა