იტალიაში, დოლომიტების მთების ქვეშ, აქტიური მაღაროს სიღრმეში, ციფრული მონაცემთა ცენტრის შექმნაზე სამუშაოები მიმდინარეობს. ეს იქნება პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ცენტრი ევროპაში, რომელიც მიწისქვეშა მაღაროში იმუშავებს. კიდევ იქ შეინახება ცნობილი იტალიური ყველები, ღვინო და ვაშლი – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.
მაღაროები ელექტრონიკის განთავსებისთვის უვარგისად ითვლება ძალიან მაღალი ტენიანობის გამო მაგრამ ციფრული ცენტრისთვის გამოყოფილი სივრცე უნიკალურია. მაღაროში დიდი ხანია მოიპოვება დოლომიტი, განსაკუთრებული ბუნებრივი მინერალი. დოლომიტის კლდე ძალიან მშრალია. იგი გამოიყენება მშენებლობაში, სოფლის მეურნეობაში, კერამიკისა და მინის წარმოებაში. დოლომიტის მოპოვების შემდეგ, მაღარო ქმნის გარემოს პრაქტიკულად ნულოვანი ტენიანობით და 12 გრადუსი ცელსიუსის სტაბილური ტემპერატურით.