უძრავი ქონებაში ინვესტირება გააზრებულ მიდგომასა და სწორი სტრატეგიის ქონას მოითხოვს. წარმატებული ინვესტორები რამდენიმე ძირითად პრინციპს მიჰყვებიან, რომლებიც დროში გამოცდილი და პრაქტიკით დადასტურებულია.
პირველი და უმთავრესი სწორი ლოკაციის შერჩევაა. ინვესტორებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა ისეთი უბნები, სადაც ინფრასტრუქტურა აქტიურად ვითარდება, უძრავი ქონების ფასები სტაბილურად იზრდება, მაგრამ ღირებულებას პიკისთვის არ მიუღწევია და პერსპექტიულობას ჯერ კიდევ ინარჩუნებს. ქალაქის ცენტრთან სიახლოვე მნიშვნელოვანია, თუმცა ეკოლოგიურად სუფთა გარემო და სიმშვიდეც არანაკლებ ღირებულია თანამედროვე მყიდველისთვის. კრწანისის დიპლომატიური უბანი, ოქროყანა და ტაბახმელა სწორედ ასეთი ლოკაციებია — ქალაქთან ახლოს, მაგრამ ბუნების გარემოცვაში.
მეორე პრინციპი დივერსიფიკაციაა. ერთ ტიპის ქონებაზე ორიენტირება რისკიანია. გამოცდილი ინვესტორები თავის პორტფელში განსხვავებულ პროდუქტებს აერთიანებენ, მაგალითად, აპარტამენტებს გასაქირავებლად, მიწის ნაკვეთებს გრძელვადიანი ზრდის პოტენციალით და პრემიუმ კლასის ვილებს მაღალი შემოსავლის გენერირებისთვის. დეველოპერულ კომპანია მატერიას სწორედ ასეთი დივერსიფიცირებული პორტფოლიო აქვს თქვენთვის:
- Living მიმართულება აპარტამენტებს მოიცავს. მათი გაქირავებით რეგულარული პასიური შემოსავლის შექმნაა შესაძლებელი;
- Estates მიწის ნაკვეთებია კერძო სახლების ასაშენებლად, რომლებიც შემდგომში შეგიძლიათ გააქირაოთ ან ქონების ღირებულების ზრდას დაელოდოთ და მომგებიან ფასად გაყიდოთ.
- Hills ექსკლუზიური ვილების მოიცავს პრემიუმ სეგმენტის მოიჯარეებისა ან მყიდველებისთვის.
საინვესტიციო ქონების ღირებულებას ინფრასტრუქტურა და დამატებითი სერვისები განსაზღვრავს. თანამედროვე მყიდველი და მოიჯარე ეძებს არა მხოლოდ საცხოვრებელ ფართს, არამედ გარემოს, სადაც საერთო სარგებლობის სივრცეები, რეკრეაციული და სპორტული ზონები იქნება მოწყობილი. მატერიას ყველა პროექტი ითვალისწინებს მრავალფუნქციურ ინფრასტრუქტურას. Outlook Forest პროექტი კრწანისში ამის კარგი მაგალითია. 28-სართულიან კომპლექსში პადელის კორტები, სავარჯიშო დარბაზი, საუნები, ღია აუზი, ბიზნეს ლაუნჯი და ქო-ვორქინგ სივრცეებია განთავსებული. Tabakhmela Estates-ში კი 8 ჰექტარზე სპორტული მოედნები, ველობილიკები, სათავგადასავლო პარკი და საპიკნიკე ზონები მოეწყობა.
მესამე სტრატეგია გრძელვადიან პერსპექტივაზე ფოკუსირებაა. პრემიუმ სეგმენტში ინვესტირება თავდაპირველად მეტ კაპიტალს მოითხოვს, მაგრამ დროთა განმავლობაში სტაბილურ და მზარდ შემოსავალს იძლევა.
უძრავ ქონებაში ინვესტირებისას დეველოპერის რეპუტაცია და გამოცდილება კიდევ ერთი გადამწყვეტი ფაქტორია. Outlook Development-ის 15-წლიანი ისტორია და წარმატებული პროექტები, როგორიც Outlook Vake-ა, ადასტურებს კომპანიის საიმედოობას. რებრენდინგის შემდეგ მატერიამ შეინარჩუნა იგივე სამშენებლო გუნდი - Outlook Construction, რაც ხარისხის გარანტიაა.
დაბოლოს, მართვის სერვისები კრიტიკულად მნიშვნელოვანია ინვესტიციის დაცვისთვის. ტერიტორიის მოვლა-პატრონობა, ინფრასტრუქტურის შენარჩუნება, დაცვისა და კონსიერჟ სერვისის ხარისხი აისახება ქონების ღირებულებაზე.
საინვესტიციო ქონება ლოკაციის, დივერსიფიკაციის, ინფრასტრუქტურის და დეველოპერის რეპუტაციის გათვალისწინებას მოითხოვს, შესაბამისად მისი მართვა კომპლექსური პროცესია. მატერიას ფილოსოფია - "ჩვენ ვქმნით მატერიას, შენ აქცევ მას სახლად" - სწორედ ამ პრინციპებს ეფუძნება და ინვესტორებს მყარ ფუნდამენტს სთავაზობს მომავლის ასაშენებლად.
საუკეთესო საინვესტიციო შესაძლებლობების აღმოსაჩენად და დეტალური კონსულტაციისთვის ეწვიეთ მატერიას გაყიდვების ოფისს მისამართზე: ვასილ ბარნოვის ქუჩა #84, თბილისი.