აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა McDonald's-ს სთხოვა, მის საყვარელ Filet-O-Fish ბურგერს მეტი სოუსი ტარტარი დაამატოს. ამის შესახებ მან კომპანიის თანამშრომლების კონფერენციაზე განაცხადა. ტრანსლაციას Fox News–ი ახორციელებდა.

„მე მომწონს Filet-O-Fish–ი. მაგრამ შეგიძლიათ დაამატოთ მეტი ტარტარის სოუსი? სერიოზულად,“ - თქვა  ტრამპმა ლიდერმა და დასძინა, რომ ის ქსელის ერთ-ერთი უძველესი და ლოიალური კლიენტია.

ტრამპმა ასევე განუცხადა McDonald's-ის ფრენჩაიზის მფლობელებს, რომ ის „ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ერთგული მომხმარებელია“.

წყარო: vedomosti