ბათუმში პირველად ბაზარზე ბინების მ²-ის საშუალო ფასი $1,821-მდე, მეორადზე კი 1 418-მდე გაიზარდა - ამის შესახებ Galt & Taggart-ის ბათუმის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის III კვარტალის მიმოხილვაშია ნათქვამი.
2025 წლის III კვარტალში ბათუმში 366 მლნ დოლარის ღირებულების 4 893 ბინა გაიყიდა. წლიურად ბაზრის ზომა 27%-ით, გაყიდული ბინების რაოდენობა კი 25%-ით გაიზარდა.
„2025 წლის სექტემბერში, პირველად ბაზარზე კვადრატულ მეტრის საშუალო ფასმა (მზა ბინებისთვის ე.წ. Turnkey კონდიციაში) აშშ დოლარს მიაღწია, რაც წლიურად 9.0% ზრდაა. ამასთან, მეორადი ბაზრის ახალ პროექტებში საშუალო ფასი წლიურად 5.1%-ით გაიზარდა და 1,418 აშშ დოლარი შეადგინა“, - ნათქვამია მიმოხილვაში.
