Bloomberg-ის ცნობით, ევროკავშირი ამზადებს €90 მილიარდი ევროს გრანტს უკრაინისთვის, იმ შემთხვევაში, თუ გაყინული რუსული აქტივების გამოყენების გეგმა ვერ განხორციელდა.

გამოცემის ცნობით, ევროკომისიამ განიხილა სამი ვარიანტი:

• პირდაპირი გრანტები წევრი სახელმწიფოებისგან;

• საერთო საკრედიტო რესურსი ევროკავშირის დონეზე;

• ან რუსების გაყინული სუვერენული  აქტივების გამოყენება სესხის უზრუნველსაყოფად.