დაიწყო განაცხადების მიღება პროგრამაზე „სასტიპენდიო პროგრამა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში 2026-2027“ - ამის შესახებ ინფორმაციას განათლების საერთაშორისო ცენტრი ავრცელებს.

განცხადების თანახმად, პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე, მეცნიერ-მკვლევართა პროგრამებსა და ჩინური ენის შემსწავლელ კურსებზე სწავლის ხელშეწყობასა და ცხოვრებისათვის საჭირო ხარჯის დაფინანსებას.

"სასტიპენდიო პროგრამით დაინტერესებული მოქალაქეებისთვის საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართება:

25 ნოემბერი - სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი, 14:00 სთ;

9 დეკემბერი - სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი, 14:00 სთ. მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N7, სართული II;

23 დეკემბერი - (Online, Zoom-ის საშუალებით) 14:00 სთ;
Meeting ID: 838 5332 2487 Passcode: 465739

13 იანვარი (Online, Zoom-ის საშუალებით) 14:00 სთ: Meeting ID: 893 7760 0505 Passcode: 908111

პროგრამის ადმინისტრირებას, კონკურსანტთა ნომინირების მიზნით, აწარმოებს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი, ხოლო ნომინირებული კონკურსანტებისთვის სტიპენდიის მინიჭების შესახებ საბოლოო შერჩევას ახორციელებს და გადაწყვეტილებას იღებს ჩინეთის მხარე", - ნათქვამია განცხადებაში.

წარმოსადგენი დოკუმენტაციისა და საკონკურსო პროცედურების შესახებ დეტალურ ინფორმაციას სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებგვერდზე იხილავთ.

bm.ge