სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათრომ ჩვენს ქვეყანას ნავთოპროდუქტების ბაზარზე დეფიციტიშიმშილი არ ემუქრება - ამ განცხადებას, საწვავის ქართული ბაზრის შეფასებისას, ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვახტანგ იობაშვილი BMG-სთან აკეთებს.

გაერთიანების ხელმძღვანელი მომდევნო პერიოდში საწვავის გაძვირებას პროგნოზირებს, თუმცა რამდენით და როდის შეიძლება გაიზარდოს ფასები ამას ვერ აკონკრეტებს და ამბობს, რომ ამას ნავთობის მსოფლიო ბაზარზე არსებული ვითარება განსაზღვრავს.

„საწვავის ახალი პარტიების შესყიდვები დავიწყეთ და პირობას გაძლევთრომ მხოლოდ და მხოლოდ ვეძებთ, სადაც იაფად ვნახავთ - იმ ქვეყნებშირომლებიც ახლო აღმოსავლეთთან ახლოს არ არიან.

სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათრომ ჩვენს ქვეყანას ნავთოპროდუქტების ბაზარზე დეფიციტიშიმშილი არ ემუქრებამხოლოდ უნდა გავითავისოთრომ იქნება ფასების ცვალებადობაიქნება არითმიებიეს ყოველთვის იყო“, - ამბობს ვახტანგ იობაშვილი და დასძენს: „ვნახოთ, რას მოუტანს მსოფლიო სანავთობო ბაზარს აღნიშნული სიტუაციებიფაქტი ერთიამსოფლიო სანავთობო ბაზრებს ნედლი ნავთობი მიწოდება მოაკლდაანუ გადამმუშავებელ სექტორებში დეფიციტი შეიქმნადეფიციტი კი ფასების ზრდას განაპირობებს. ამას კი მხოლოდ ჩვენ კი არა, მთელი მსოფლიო გრძნობს“.

ცნობისთვის, მსოფლიოში ნავთობის ფასების რეკორდული ზრდის ფონზე, საქართველოში საწვავი გაძვირდა. ქვეყანაში მოქმედ ე.წ. ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე ფასების კორექტირება 7 მარტიდან დაიწყო, რიგმა ქსელმა კი ღირებულება დღეს დააკორექტირა. ბოლო ცვლილების მიხედვით, რიგ სადგურზე ფასები 2-12 თეთრით არის გაძვირებული, ხოლო ზოგიერთ ქსელში დიზელის ფასის მატება 18 თეთრია. ამასთან, საქართველოში მოქმედ სადგურებზე ფასი უფრო მეტად დიზელის ტიპის საწვავზე გაიზარდა.

bm.ge