გერმანულმა რობოტიკის სტარტაპმა Neura Robotics-მა Qualcomm-თან პარტნიორობა დაიწყო ფიზიკური ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებზე დაფუძნებული რობოტების ახალი თაობის შესაქმნელად. თანამშრომლობის მიზანია ისეთი სისტემების შექმნა, რომლებიც მომავლის რობოტების „ტვინისა და ნერვული სისტემის“ ფუნქციას შეასრულებენ, – ინფორმაციას Qualcomm–ი ავრცელებს.
პარტნიორობის ფარგლებში, Neura Robotics თავისი რობოტებისთვის საცნობარო პლატფორმად Qualcomm-ის Dragonwing Robotics IQ10 პროცესორებს გამოიყენებს. ეს ჩიპები 2026 წლის დასაწყისში CES-ზე იქნა წარმოდგენილი და ისინი ავტონომიური მობილური რობოტებისა და ჰუმანოიდებისთვისაა შექმნილი.