გუდაურში, სასტუმრო QUADRUM-ის დამფუძნებელი ირაკლი ერისთავი "ბიზნესპარტნიორთან"  ზაფხულის სეზონს აფასებს და აცხადებს, რომ მიმდინარე წლის სეზონი გასული წლის ანალოგიური პერიოდის თითქმის იდენტური იყო.

მისი თქმით, QUADRUM-მა ზაფხულის სეზონი დაახლოებით 40%-იანი დატვირთვით იმუშავა. სასტუმროს ძირითადი დამსვენებელი კი წელს არაბული ქვეყნებიდან, ინდოეთიდან და ისრაელიდან იყვნენ.

"გუდაური ძირითადად, ზამთრის კურორტია, თუმცა, აქტივობა არ იყო დაბალი. ვფიქრობთ, ზამთრის სეზონი ბევრად უფრო დატვირთული იქნება,"-აცხადებს ერისთავი.

ცნობისთვის, 11 ნომრიანი სასტუმრო - QUADRUM გუდაურში, 2017 წლის 15 თებერვალს გაიხსნა. მონოლითისგან დამზადებული მეორე კორპუსი კი 2020 წლის მარტში ამოქმედდა. ორივე კორპუსი 3 000 კვ. მეტრზეა განლაგებული და ჯამში 22 ნომერს მოიცავს. სასტუმროში არის რესტორანი, აუზი, იოგას და საკონფერენციო დარბაზი. ორივე პროექტის განხორციელება დაახლოებით, 3-4 მილიონი ლარი დაჯდა.

bp.ge