ბიზნეს და ეკონომიკური კავშირების გაღრმავება, ახალი სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობები და გამოცდილების გაზიარება - ერევანში საქართველო-სომხეთის ბიზნესასოციაცია (GABA) დაფუძნდა. ღონისძიების ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ Premium Machinery Armenia (PMA)-მ. კომპანიის დირექტორმა, გრიგოლ ბაიბურთმა საზოგადოებას რეგიონული გაფართოების მიმართულებით უცხოურ ბაზარზე „თეგეტა ჰოლდინგის“ გამოცდილება გაუზიარა, სომხეთის ბაზარზე კომპანიის მიერ განვლილი გზა გააცნო და მიღწეულ შედეგებსა და ორ ქვეყანას შორის სანდო პარტნიორული ურთიერთობების შესაძლებლობებზე ისაუბრა.

გრიგოლ ბაიბურთი, Premium Machinery Armenia- დირექტორი: „2019 წლიდანთეგეტაჰოლდინგიწარმატებით ოპერირებს სომხეთში. ჩვენი გამოცდილება აჩვენებს, რომ სანდოპარტნიორობა იწყება არა მხოლოდ ბიზნესით, არამედ კომპანიის სტანდარტების ექსპორტით. ჩვენახალ ბაზარზე არ შევდივართ მხოლოდპროდუქტით, ჩვენ გადაგვაქვს სრულიგამოცდილება, მაღალი ხარისხი და ისღირებულებები, რომლებმაც საქართველოშიმომხმარებლის გამოცდილება გარდაქმნა.

კრიტიკულად მნიშვნელოვანია ადგილობრივიბაზრის, კულტურისა და მომხმარებლისსაჭიროებების სიღრმისეული გააზრება. ამიტომვქმნით ძლიერ ადგილობრივ გუნდს, რომელიცაერთიანებს საერთაშორისო ექსპერტიზასა დალოკალურ ცოდნას. კადრების მობილობა დაცოდნის გაზიარება გვეხმარება რეგიონულ ზრდაში - ქართველი და სომეხი პროფესიონალებისერთობლივი მუშაობა ქმნის ეკოსისტემას, სადაცსაუკეთესო პრაქტიკები ერთიანდება“.

Premium Machinery Armenia სომხეთში 2019 წლიდან წარმატებით ოპერირებს და ამ პერიოდის განმავლობაში მნიშვნელოვანი ზრდა აჩვენა. კომპანია ბაზარს სატვირთო, სამშენებლო და სპეციალურ ტექნიკას აწვდის და ექსკლუზიურად წარმოადგენს მსოფლიოს წამყვან ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: JCB, Renault Trucks, Sitruk, Fendt, Valtra, Zetor, Goldoni, Shell, Mobil და სხვა.

PMA თავადაც ზრუნავს ორ ქვეყანას შორის პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებაზე და სწორედ ამ მიზნით სამომავლოდ სომხეთიდან საქართველოში მსხვილი ბიზნესმენების ჩამოყვანასა და „თეგეტაში“ ინფოტურის ორგანიზებას გეგმავს ორ ქვეყანას შორის ბიზნესურთიერთობების კიდევ უფრო გასაღრმავებლად.

ვფიქრობთ, სომხეთი სანდო და განვითარებადიბაზარია. იმ კომპანიებს, რომლებიც ორ ქვეყანასშორის გაფართოებას გეგმავენ, ვურჩევდი, ჯერკარგად შეისწავლონ ბაზარი და მისი სპეციფიკა, შექმნან ძლიერი ადგილობრივი გუნდი, შეინარჩუნონმაღალი სტანდარტები ყველა ბაზარზე და იმუშაონგრძელვადიანი ხედვით. მხოლოდ ასე იქმნებანდობა და მდგრადი პარტნიორობა რეგიონში“, - აღნიშნა გრიგოლ ბაიბურთმა.

ქართულ-სომხური ბიზნესასოციაციის მიერ გამართულ ღონისძიებაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას. განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ საქართველოსა და სომხეთის ეკონომიკური პარტნიორობა სტაბილურობისა და რეგიონული განვითარების საფუძველია, ქვეყნებს შორის კი ამ მიმართულებით თანამშრომლობის მნიშვნელოვანი შესაძლებლობები არსებობს.