როდესაც კოსმეტიკური პროდუქტის შექმნის უკან პროფესიული ცოდნა, გამოცდილება , ადამიანების დახმარების სურვილი და კანის საჭიროებებისადმი განსაკუთრებული ინტერესი დგას, შედეგიც უფრო საინტერესო დგება. Piel Naturals-ის დამფუძნებელი და ფორმულატორი თათუკა ლომაძე გვიზიარებს საკუთარ სამ ფავორიტ პროდუქტს და გვიხსნის, რატომ უჭირავთ მათ განსაკუთრებული ადგილი მის ყოველდღიურ მოვლის რუტინაში.
— თათუკა, თუ Peel Naturals-ის ასორტიმენტიდან მხოლოდ ოთხი ფავორიტი უნდა გამოყოთ, რომელ პროდუქტებს დაასახელებდით?
— ძალიან რთული არჩევანია, რადგან თითოეულ პროდუქტს თავისი დანიშნულება და განსაკუთრებული ხასიათი აქვს. თუმცა, ოთხი პროდუქტი ნამდვილად არის, რომლებსაც გამოვარჩევდი: 50 SPF გლოუინგ კრემი, სუბლიმაციის კრემი, ოქროს შრატი და ჰიალურონის შრატი 3—1- ში -თითოეული მათგანი კანის მოვლის განსხვავებულ საჭიროებას პასუხობს და სწორედ ეს მომწონს მათში.
— დავიწყოთ გლოუინგ კრემით. რატომ არის ის თქვენი ერთ-ერთი ფავორიტი?
— გლოუინგ კრემი მათთვისაა, ვისაც კანის ჯანსაღი, მოვლილი და ნათელი იერი მოსწონს. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კანი მხოლოდ დატენიანებული კი არა, ვიზუალურადაც გამოცოცხლებული და ბზინვარე იყოს. ეს პროდუქტი სწორედ ასეთი ეფექტის მისაღებად შეიქმნა. რუტინაში ის ყველაზე საყვარელი და მნიშვნელოვანი პროდუაქტია. მიყვარს ის შეგრძნება, როდესაც კანი მოვლილად გამოიყურება და სახეს ბუნებრივი სიკაშკაშე აქვს. ასევე მზის მავნე სხივებისგანაც გვიცავს, რადგანაც აქვს
ბრიტანული, მინერალური, და სინთეტიკური ბოლო თაობის , ინოვაციური ფილტრები.
— მეორე ფავორიტი — სუბლიმაციის კრემი. რა გამოარჩევს მას?
— სუბლიმაციის კრემის ფორმულა ერთხმად აღიარეს ფრანგმა და იტალიელმა დერმატოლოგებმა, როდესაც კკლინიკური ტესტირება ჩაუტარეს და ჩვენი ყურძნის ენდემური წიპწის ზეთის ბაზაზე შექმნილმა პროდუქტმა უმაღლესი შეფასება მიიღო.
უნდა ვაღიარო, რომ სუბლიმაციის კრემის ამ ფორმულას ვერ მივიღებდი, რომ არა ჩემი აკნეს პრობლემა. რის შედეგადაც დამიტოვა ლაქები და ნაწიბურები. მათი გამოსწორების ერთადერთი გზა იყო მაქსიმალური დერმატოლოგიური ლიმიტების -ჰეარულონის, კოლაგენის, ნიაცინამიდის და ბუნებრივი რეტინოლის ინტეგრირება ყურძნის წიპწის ზეთში.
შედეგმა მეც და ჩემი დერმატოლოგის გაგვაოცა. ზუსტად ოცდარვა დღეში ჩემი კანის სტრუქტურა სრულად აღდგა და გაუმჯობესდა კიდეც. კანის მოვლაში ჩემთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პროდუქტის პირველი ეფექტი, არამედ ისიც, როგორ ერგება ის ყოველდღიურ რუტინას. მისი მთავარი ხიბლი სწორედ მოვლის გამოცდილებაშია — კანის საჭიროებებზე მორგებული, სასიამოვნო და გააზრებული ნაბიჯი, რომელიც საკუთარ თავზე ზრუნვის რიტუალს უფრო სრულყოფილს ხდის.
— მესამე — ჰიალურონის შრატი 3-1 -ში. რატომ უნდა ჰქონდეს მას ადგილი ჩვენს ყოველდღიურ მოვლაში?
— ჰიალურონის მჟავა კანის დატენიანებასთან ასოცირებული ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ინგრედიენტია. სწორედ ამიტომ, ჩვენი ჰიალურონის შრატი ჩემთვის მნიშვნელოვანი პროდუქტია. მისი ფორმულა შექმნილია იმისთვის, რომ კანის მოვლის რუტინაში დატენიანების ეტაპი გაამარტივოს. განსაკუთრებით მომწონს მრავალფუნქციური პროდუქტები, რომლებიც ყოველდღიურ გამოყენებას კომფორტულს ხდის. ასევე კოლაგენის და ნიაცინამიდის მაღალი შემცველობის ხარჯზე, სუბლიმაციის კრემთან ერთად იდეალური სინერგიას ქმნის.
-ახლა გვითხარი ოქროს შრატზე
—ოქროს შრატის უნიკალური ფორმულა მიყვარს. იმიტომ, რომ გაჯერებულია ვიტამინი ე-თი და კანის ბარიერის აღმდგენი ფრანგული ინგრედიენტებით. 24 კარატიანი ოქროს ფირფიტებით და კაჰაის ზეთის ბუნებრივი რეტინოიდებით. ამ ინგრედიენტების ნაერთი კი ქმნის იმ პროდუქტს, რომელსაც ჩვენმა მომცმარებლებმა „პიელის დედოფალი “ ს~ შეარქვეს

— და ბოლოს, რას ნიშნავს თქვენთვის Peel Naturals?
— ეს არის ფაქტობრივად ცოცხალი ორგანიზმი, რომელსაც დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები. ჩემთვის თითოეული ფორმულა მხოლოდ ინგრედიენტების ერთობლიობა არ არის . ყველა პროდუქტის მიღმა მე ვხედავ ბედნიერი და კმაყოფილი ადამიანების სახეებს. .