Galt&Taggart-ის 2024 წლის მაისის განახლების მიხედვით, მიმდინარე წლის მაისში, თბილისში ბინების გაყიდვების ტრანზაქციებზე 5.2%-იანი კლებაა.

Galt&Taggart წერს, რომ 2024 წლის მაისში ფასები პირველად ბაზარზე თვიურად მცირედი - 0.4%-ით, გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ პირველად ბაზარზე ფასები 21.8%-ით არის გაზრდილი 2023 წლის დასაწყისიდან.

2024 წლის მაისში თბილისში 244.5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბინები გაიყიდა, რაც წლიურად 5.2%- იანი კლებაა და შემცირებული ტრანზაქციების რაოდენობას მიეწერება. ჯამურად 2024 წლის პირველ 5 თვეში 1,209.7 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბინები გაიყიდა (+5.8% წ/წ), რაც ძირითადად პირველად ბაზარზე გაყიდვებისა და ფასების ზრდით იყო გამოწვეული.

Galt&Taggart-ის 2024 წლის მაისის განახლების მიხედვით, მაისში თბილისში ბინების გაყიდვებზე წლიურად 7.9%-იანი კლებაა.  უფრო კონკრეტულად, მიმდინარე წლის მაისში თბილისში 3,197 ბინა გაიყიდა, რაც თვიურად 0.7%-იანი კლებაა. ეს კლება გამოწვეული იყო მაისში დასვენების დღეების სიუხვით და ქვეყანაში არსებული არასტაბილური გარემოთი. ამასთან ერთად, ლარის კურსის მერყეობამ ბინის პოტენციურ მყიდველებს, სავარაუდოდ, ყიდვის გადაწყვეტილებების გადავადებისკენ უბიძგა. ჩვენ ველით, რომ სტაბილურობის შენარჩუნების შემთხვევაში ბინების გაყიდვები ივნისიდან თვიურ ჭრილში თანდათანობით აღდგება.