მადრიდში ქართული რესტორანი „ნუნუკა“ მიშლენის გზამკვლევში შევიდა. ქართულ რესტორანს ამ დიდ წარმატებას გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაცია ულოცავს. ასოციაცია წერს, რომ მიშლენის გზამკვლევში მოხვედრა დიდი შრომის და მაღალი პროფესიონალიზმის დამსახურებაა.

„ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში არსებული ქართული გასტრონომიული სივრცე „ნუნუკა“ პანდემიის დასრულების შემდეგ გაიხსნა და 2023 წლის მაისში მიშლენის გზამკვლევში (Michelin Guide) შევიდა.

გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაცია, ულოცავს რესტორან „ნუნუკას“ ამ უმნიშვნელოვანეს წარმატებას, რაც უდავოდ დიდი შრომის და მაღალი პროფესიონალიზმის დამსახურებაა. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ამტკიცებს,  რომ ქართულ გასტრონომიას უდიდესი პოტენციალი გააჩნია“, - ნათქვამია გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაციის წერილში.

„ნუნუკას“ მიშლენის გზამკვლევში მოხვედრას ულოცავს ასევე საქართველოს საელჩო ესპანეთში.

საელჩო წერს, რომ მიშლენის პრივილეგირებულ გზამკვლევში მოხვედრა კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ქართულ გასტრონომიას უდიდესი პოტენციალი გააჩნია.