2026 წლის ივლისში სესხის გამცემი სუბიექტების მიმართ მომხმარებლებმა 46 საჩივარი დააფიქსირეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 70%-იან ზრდას წარმოადგენს. ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2025 წლის ივლისში ასეთი საჩივრების რაოდენობა 27-ს შეადგენდა.

სებ-ის მონაცემებით, ივლისში დაფიქსირებული 46 საჩივრიდან 44 სამომხმარებლო სესხებს ეხებოდა, ერთი — სალომბარდე სესხს, ხოლო კიდევ ერთი -სხვა ტიპის სესხს.

საჩივრების უმეტესობა ეთიკის კოდექსთან დაკავშირებულ საკითხებს შეეხებოდა ასეთი 42 შემთხვევა იყო. კიდევ ორი პრეტენზია ხელშეკრულების პირობებს უკავშირდებოდა, ერთი ადმინისტრაციასა და მომსახურებას, ხოლო ერთი სხვა ტიპის მომსახურებას.

სტატისტიკის მიხედვით, 46 საჩივრიდან 44-ის, ანუ 96%-ის, განხილვა ფინანსური ორგანიზაციების შიგნით დასრულდა და პრეტენზიები უსაფუძვლოდ შეფასდა.

დანარჩენ ორ შემთხვევაში მომხმარებლის პრეტენზია საფუძვლიანად იქნა მიჩნეული. ორივე შემთხვევაში პრობლემა მომხმარებლის სასარგებლოდ მოგვარდა და საჩივრით დასმული საკითხი აღმოიფხვრა.

ცნობისთვის, სესხის გამცემ სუბიექტებს ეროვნული ბანკში რეგისტრაციის ვალდებულება 2019 წლიდან აქვთ.