,,ოქროს ბირჟა ფასების მასშტაბური ზრდისთვის ემზადება“,- ამის შესახებ ,,ზარაფხანას” გენერალურმა დირექტორმა, თორნიკე სამხარაძემ რადიო “კომერსანტის” ეთერში ისაუბრა.
სამხარაძის თქმით, წლის ბოლომდე უნციაზე ფასი 6500$-ს მიაღწევს.
,,ოქროს ბირჟა ფასების მასშტაბური ზრდისთვის ემზადება. ირანში აშშ-ისრაელის სამხედრო მოქმედებების დაწყების დღიდან ოქროს ფასი შემცირდა, რაც მთელ რიგ ეკონომიკურ ფაქტორებს უკავშირდება. საყურადღებოა, რომ ბევრმა ინვესტორმა ვარდნის დაწყების შემდეგ აქტივები გაყიდა და დიდი მოგებაც ნახეს.
მარტიდან ოქროზე მოთხოვნა ბუნებრივად იზრდება, შესაბამისად ჩვენი ვარაუდია, რომ ოქროს ფასები ბევრად გაიზრდება.
მოლოდინი გვაქვს, რომ ოქროს ფასი ივნისში ვარდნამდელ ნიშნულს დაუბრუნდება. როგორც კი ირანში ომი დასრულდება, ველოდებით, რომ ოქროს ფასი 5400$-იან ნიშნულს გაიმეორებს, წლის ბოლომდე კი 6500$-იანი ნიშნული რეალურია.
საქართველოს რაც შეეხება, ჩვენ ბაზარზე ძირითადად იმპორტიორები ჭარბობენ, რომლებიც პირდაპირ არიან დამოკიდებული მომწოდებლებზე; შესაბამისად ფასების ზრდა ადგილობრივ ბაზარზე მყისიერად აისახება“,- აღნიშნა თორნიკე სამხარაძემ.