New York Post წერს, რომ ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა მაიამის კუნძულ ჰიბისკუსზე ვილა რეკორდულ $51.5 მილიონად გაყიდა.
გამოცემის ინფორმაციით, აღნიშნული ვილის გაყიდვის შესახებ განცხადება აგვისტოს შუა რიცხვებში გამოქვეყნდა და ის თავდაპირველად $55 მილიონად იყიდებოდა.
NYP აღნიშნავს, რომ ჩანაწერების თანახმად, ბაჩიაშვილმა ქონება 2021 წელს 19 მილიონ დოლარად შეიძინა. გამოცემის წყაროს ცნობით, იმ დროისთვის შენობა "სახლის ჯერ კიდევ დაუსრულებელ, მშენებარე კარკასს წარმოადგენდა". მოგვიანებით მან ქონების დაპროექტებისთვის სამხრეთაფრიკული ფირმა SAOTA დაიქირავა.
გამოცემა წერს, რომ ვილის მახასიათებლებს შორის შედის: სახლის კინოთეატრი ბარით, აუზი და ორი კერძო ნავსადგომი, რომელთაც სულ მცირე ერთი 32 მეტრის სიგრძის იახტის დატევა შეუძლიათ.
ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილი პატიმრობიდან 2026 წლის 18 თებერვალს გათავისუფლდა. პროკურატურამ სამთავრობო რუსთავი ორს უთხრა, რომ ბაჩიაშვილმა "სრულად აღიარა ჩადენილი დანაშაული სისხლის სამართლის ყველა საქმეზე, სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან, აანაზღაურა ზიანი, რისთვისაც გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება პირობით მსჯავრსა და ჯარიმაზე".