საწვავის მაღალი ფასების ფონზე, მსხვილი ავიაკომპანიები ფრენების რაოდენობას კიდევ უფრო ამცირებენ.ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
United Airlines-ის, American Airlines-ისა და Southwest Airlines-ის ხელმძღვანელებმა ინვესტორთა კონფერენციაზე განაცხადეს, რომ წლის ბოლო თვეებში სამუშაო განრიგიდან უფრო იაფ და ნაკლებად მომგებიან რეისებს ამოიღებენ.
საწვავის გაძვირების საპასუხოდ, ავიაკომპანიებმა ზაფხულის ფრენების რაოდენობა უკვე შეამცირეს და ბარგის საფასურიც გაზარდეს. United-ის ფინანსური დირექტორის, მაიკლ ლესკინენის განცხადებით, ბილეთებისა და დამატებითი საკომისიოების გაძვირების მიუხედავად, მოთხოვნის შემცირების ნიშნები ჯერჯერობით არ შეინიშნება. აშშ-ის სამომხმარებლო ფასების ინდექსის მიხედვით, ავიაბილეთები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 25%-ით არის გაზრდილი.
როგორც CNN აღნიშნავს, ბიუჯეტური მოგზაურობისთვის არჩევანის შესაძლებლობა მცირდება, რაც განსაკუთრებით ართულებს იაფი ბილეთების ძიებას. ვითარებას დამატებით ამძიმებს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Spirit Airlines-ის ბაზრიდან გასვლა, რომელმაც საწვავის ფასების მკვეთრი ზრდის გამო ოპერირება მაისში შეაჩერა.