მომხმარებლებს, რომლებიც 15 ივნისამდე ალდაგში დააზღვევენ ავტოპასუხისმგებლობას, ერთი თვის პრემიას საჩუქრად მიიღებენ.
ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა მომხმარებელს იმ შემთხვევაში დაეხმარება, თუ სხვის ავტომობილს ან ქონებას დააზიანებს. ამ შემთხვევაში სხვისთვის მიყენებულ ზიანს ალდაგი აანაზღაურებს.
ფასდაკლების გადაწყვეტილება ალდაგმა გახშირებული ავტოავარიების გამო მიიღო, რომლის დროსაც დაუზღვეველი მანქანების მძღოლები გაუთვალისწინებელი ფინანსური რისკის ქვეშ დგებიან. განსაკუთრებით, როდესაც შემთხვევა ეხება ახალი (ე.წ. ცენტრის გარანტიაზე მყოფი) ავტომობილის დაზიანებას, ზიანი შეიძლება ათეულ ათას ლარს აღწევდეს.
„ქალაქში მოძრავი ახალი ავტომობილები ძირითადად ავტორიზებული ცენტრების გარანტიაზეა აღრიცხული. ავტოავარიის დროს, სადაზღვევო ვალდებულია მათ ზარალი აუნაზღაუროს ცენტრის ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად, რაც თითოეული ბრალეული მძღოლის მისამართით ზრდის რისკებს და მსხვილ ფინანსურ ვალდებულებებს წარმოშობს. გადავწყვიტეთ მძღოლებს დამატებითი მოტივაცია გავუჩინოთ, რომ შეიძინონ მესამე პირისადმი პასუხისმგებლობის დაზღვევა, რომელიც მათ აარიდებს მოულოდნელ საკმაოდ დიდ ხარჯებს,“- განაცხადეს ალდაგში.
ალდაგის ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევის შეძენა ნებისმიერ მძღოლს შეუძლია, თვეში 5 ლარიდან, პრემია დამოკიდებულია სადაზღვევო ლიმიტზე, რომელიც მომხმარებელს შეუძლია თავად აირჩიოს. მომდევნო ერთი თვე საუკეთესოა ამ პროდუქტის შსაძენად, რადგან ალდაგში მოქმედი აქციით, მომხმარებელს ერთი თვე საჩუქრად ერგება.
ალდაგის ავტოპასუხისმგებლობსი დაზღვევის შეძენა შესაძლებელია, როგორც ონლაინ https://mppd.aldagi.ge/ka , ისე ქოლ ცენტრთან დაკავშირებისას: 0322 444 999;