კომპანიები ბილდვეი (Buildway) და ტორქი (Torque) სოფელ აღაიანის მიმდებარე ტერიტორიაზე სამშენებლო ტექნიკის, მასალებისა და სერვისების მუდმივ გამოფენას - „ბილდვეი ექსპოს“ ხსნიან. პროექტის მიზანია დეველოპერებისთვის უფრო მარტივად ხელმისაწვდომი გახდეს სამშენებლო ტექნიკა და სერვისები.

ბილდვეი ექსპო გააერთიანებს საქართველოსა და რეგიონში არსებულ სამშენებლო სფეროში მოღვაწე კომპანიებსა და გახდება მასშტაბური ტექნიკის, მასალებისა და სერვისის რეგიონალური ჰაბი.

ბილდვეი საქართველოში ფრანგული კოშკურა ამწეების მწარმოებელი გიგანტის, პოტაინის (POTAIN) ექსკლუზიური პარტნიორია. ბრენდი 1928 წელს დაფუძნდა და დღეს სფეროს გლობალურ ლიდერად მიიჩნევა, რომლის სახელიც ამწის ხარისხის სინონიმია. ტექნიკის გამართულად მუშაობაზე პასუხისმგებლობას უშუალოდ მწარმოებელი ქარხანა იღებს. ბილდვეისგან ტექნიკის ქირაობის ან შეძენისას, მასზე ქარხნული მხარდაჭერა ვრცელდება. ინჟინრებსი გადამზადებას საფრანგეთში, უშუალოდ POTAIN-ის ქარხანაში გადიან, რათა საქართველოს ბაზარზე პოტაინის მაღალი ევროპული სტანდარტის მომსახურება უზრუნველყონ.

ექსპოს ბილდვეი პარტნიორი კომპანიებთან, BQ-სა და ტორქთან ერთად ქმნის. BQ (Shenyang Baoquan) 2008 წელს დაარსდა. დღეს მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს, მათ შორის სამხრეთ კორეაში, ავსტრალიაში, უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში. საქართველოში 2021 წელს შემოვიდა და ადგილობრივ ბაზარს სთავაზობს მაღალი ტექნიკური ხარისხის კოშკურა ამწეებსა და სხვა სამშენებლო ტექნიკას ერთ-ერთ ყველაზე ოპტიმალურ ფასად. აღაიანის ექსპოს დახმარებით, კომპანია შეძლებს კიდევ უფრო სწრაფად მიაწოდოს დეველოპერებს ახალი პროდუქტი თუ უკვე არსებულისთვის საჭირო სერვისები და სათადარიგო დეტალები.

ტორქი კოშკურა ამწის სერვისების კომპანიაა. მომსახურება ხელმისაწვდომია 24-საათიან რეჟიმში, კვირის ნებისმიერ დღეს (უქმეების ჩათვლით). საინჟინრო გუნდს ობიექტზე მისასვლელად გამოძახებიდან საშუალოდ 2 საათი სჭირდება.

ხშირად ამწის შეკეთება ადგილზევეა შესაძლებელი. თუმცა არის ისეთი შემთხვევებიც, როცა დაზიანება უფრო მძიმეა და ობიექტზე ამწის შეკეთება ფიზიკურად ვერ ხერხდება. ასეთ დროს ტექნიკურ გუნდს ამწე სარემონტო სამუშაოებისთვის სწორედ აღაიანში გადააქვს. ბაზა შეიქმნა ერთი მიზნით: მაქსიმალურად სწრაფად დააბრუნოს მძიმედ დაზიანებული ამწე სამშენებლო ობიექტზე.

საქმე მხოლოდ საინჟინრო მომსახურებაში არაა. სამშენებლო სექტორში ერთ-ერთი გავრცელებული პრობლემა დაზიანებული ამწის განახლება-რესტავრაციის დროში გაწელვაა. ხშირია შემთხვევა, როდესაც დაზიანება მარტივი შესაკეთებელია, მაგრამ საჭირო სათადარიგო ნაწილების გამოწერასა და საზღვარგარეთიდან ტრანსპორტირებაზე დიდი დრო იკარგება. მშენებლობაში გაუთვალისწინებელი პაუზა კი დარღვეული ვადებისა და ფინანსური ზარალის მიზეზი ხდება.

ტორქი ამ პრობლემას მარტივად წყვეტს: აღაიანის ბაზაზე ეწყობა სამშენებლო ტექნიკის სათადარიგო ნაწილების საწყობი. ჩასანაცვლებელი დეტალები, როგორც წესი უკვე საქართველოშია. ინჟინერი უმოკლეს დროში იწყებს განახლების პროცესს და ამწეც მალევე ბრუნდება ექსპლუატაციაში.

მომსახურების პროცესი სრულად გამჭვირვალეა. როდესაც დაზიანებული დეტალის ჩანაცვლებაა საჭირო, საინჟინრო გუნდის წარმომადგენელი ხარვეზს ფოტოზე აფიქსირებს. დეველოპერი იღებს დეტალურ ინფორმაციას პრობლემაზე, სანამ ინჟინერი მის მოგვარებაზე გადავა. დეტალის ჩანაცვლების შემდეგ, შედეგი ასევე ფოტოზე ფიქსირდება. კლიენტს ყოველთვის აქვს ვიზუალური მტკიცებულება, რომ დაზიანებული დეტალი (მაგალითად, ტროსი) მართლაც შესაცვლელი იყო და რომ ის ნამდვილად ხარისხიანი ალტერნატივით ჩანაცვლდა.

ტორქის გუნდს რეგულარული შეხება აქვს საქართველოს ბაზარზე მოქმედ თითქმის ყველა ბრენდის ამწესთან. ინჟინრები მუშაობენ Zoomlion-ის, XCMG-ის, Comansa-ს, BQ-ს ტექნიკასთან. ამასთან, ტორქის პარტნიორი კოშკურა ამწეების კომპანია ბილდვეი სამშენებლო ტექნიკის უდიდესი მწარმოებლის, ფრანგული ბრენდი პოტაინის (POTAIN) ოფიციალური და ექსკლუზიური პარტნიორია საქართველოში. პოტაინის ტექნიკის გამართულ მუშაობაზე პასუხისმგებლობას პირდაპირ მწარმოებელი ქარხანა იღებს. ქართველი ინჟინრები პროფესიულ გადამზადებას უშუალოდ საფრანგეთში, პოტაინის ქარხანაში გადიან.

ევროპაში სერტიფიცირებული ინჟინრები, 24-საათიანი სერვისი და სამშენებლო ტექნიკის სათადარიგო ნაწილების საწყობი საქართველოში - ტორქისა და ბილდვეის პარტნიორობა მიმართულია მაქსიმალურად გაამარტივოს საქართველოში კოშკურა ამწის მომსახურება. აღაიანის ბაზაც სწორედ ამ პარტნიორობის მთავარი პრინციპის ლოგიკური გაგრძელებაა - მშენებლობა არ უნდა გაჩერდეს! არ აქვს მნიშვნელობა რა სირთულის დაზიანებაზეა საუბარი. თუ შეკეთება შესაძლებელია, ტორქი აუცილებლად უმოკლეს დროში დააბრუნებს ამწეს ექსპლუატაციაში.