დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი

access_time2021-10-20 21:00:05

დღის TOP10 საინტერესო ამბავი:

 

 

1. ინტერნეტ–გადახდების რაოდენობა 100%-ით გაიზარდა - როგორ შეცვალა პანდემიამ მომხმარებლის ქცევა

კოვიდ პანდემიის ფონზე საბარათე ოპერაციებისა და ბარათით გადახდების მაჩვენებლები რადიკალურად შეიცვალა, რადგან პანდემიის დასაწყისში ვირუსის შემანელებელ ერთ-ერთ ფაქტორად ნაღდი ფულის გამოყენების ნაცვლად სწორედ საბარათე ოპერაციების შესრულება ითვლებოდა.

 

 

 

2. ფქვილის იმპორტის ზრდის გამო წისქვილკომბინატებში 5000-მდე სამუშაო ადგილს საფრთხე ემუქრება

პური ბოლო 1 წელიწადში საშუალოდ 20 თეთრით გაძვირდა, რაც დაბალშემოსავლიანი მოქალაქეებისთვის მძიმე ტვირთად იქცა. გაძვირების მიზეზი ხორბალზე ფასის მატება გახდა. საქართველო შიდა მოთხოვნის მხოლოდ 15%-ს აკმაყოფილებს, დარჩენილი 85% იმპორტზე მოდის, რუსეთის მიერ ხორბლის ექსპორტზე ბაჟის დაწესების შემდეგ ქართული მხარე ბევრად უფრო მალფუჭებად ფქვილის იმპორტზე გადაერთო.

 

 

3. ბანკების სავალუტო ოპერაციებიდან მიღებული მოგების თითქმის ნახევარი საქართველოს ბანკზე მოდის

ეროვნული ვალუტა დოლარის მიმართ 2021 წლის პირველ ნახევარში თითქმის 11 პუნქტით გამყარდა, თუმცა წლის განმავლობაში ის მნიშვნელოვანი რყევებით გამოირჩეოდა. თუ 1-ელი იანვრისთვის დადგენილი კურსით ერთი ამერიკული დოლარი 3.2766 ლარი ღირდა, მეორე კვარტლის ბოლოს, ანუ 30 ივნისს, ოფიციალურმა კურსმა 3.1603 ლარი შეადგინა.

 

 


4. შანხაის მოდის კვირეულიდან დაბრუნებული დიზაინერი ნინა ზარქუა წარმოების გაფართოებას გეგმავს

შანხაის მოდის კვირეულიდან სულ ახლახან დაბრუნებული ცნობილი ქართველი დიზაინერი, Nina Zarqua Collection-ის დამფუძნებელი ნინა ზარქუა ექსპორტზე საკუთარი კოლექციის სოლიდურ ზრდას ელის. 

 

 

5. ყავის 30%-ით გაძვირების მიზეზად კომპანიები ლოგისტიკას ასახელებენ

ყავის გლობალურ ბაზრებზე მიმდინარე საფასო ტრენდი ქართული ბაზრისთვისაც გადამდები აღმოჩნდა. იმპორტიორების ინფორმაციით, ყავის ფასმა 30%-ით მოიმატა. რაც შეეხება მოთხოვნას, ქართულ კომპანიებში არსებულ ვითარებას არაერთგვაროვნად აფასებენ. 

 

 

6. რუსეთი სომხეთის ეკონომიკაში $1 მლრდ-ის ინვესტირებას გეგმავს

სომხეთის ეკონომიკაში $1 მლრდ-ის ინვესტირებას რუსეთო უახლოეს მომავალში აპირებს. ამის შესახებ ერევანში გამართული სომხურ-რუსული ფორუმის ფარგლებში ორგანიზებულ ბრიფინგზე რუსეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე დმიტრი ვოლვაჩმა განაცხადა.

 

 

7. Ipsos: ინფრასტრუქტურა ეკოლოგიაზე ნეგატიურად არ უნდა მოქმედებდეს

ფრანგულმა კვლევითმა ორგანიზაცია Ipsos-მა  ინფრასტრუქტურის გლობალური ინდექსი გამოაქვეყნა, რომელიც რესპონდენტების გამოკითხვის საფუძველზე მსოფლიოს 28 ქვეყანაში ინფრასტრუქტურის მდგომარეობას აფასებს.

 

 

8. აფხაზეთში მაინერების ამოღება ელექტროენერგიის მოხმარებას 5-7%-ით შეამცირებს

ბოლო 2-3 წელია, აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობა კრიპტოვალუტის მაინინგს ებრძვის და რამდენიმე ათასი ერთეულის ამოღება ოფიციალურადაც დაადასტურა. თუმცა ქართველი ენერგეტიკოსები ამ პროცესის მიმართ უნდობლობას აშკარად ამჟღავნებენ.

 

 

9. აშშ-ს თავდაცვის მდივანი კიევში - მკვეთრი გზავნილი უკრაინისთვის

19 ოქტომბერს აშშ-ს თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი კიევს ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა, რაც უკრაინის ევროატლანტიკური მისწრაფებასთან დაკავშირებით მკვეთრი გზავნილია.

 

 

10. Tide, Ariel, Fairy და Pampers კიდევ უფრო გაძვირდება

კომპანია Procter & Gamble-ის პროდუქცია, რომელიც ქართველი მომხმარებლებისთვის, ძირითადად, Tide-ის, Ariel-ის, Fairy-სა და Pampers-ის ბრენდების პროდუქტებით არის ცნობილი, კიდევ უფრო გაძვირდება. ამის შესახებ განცხადება P&G-ის ფინანსურმა დირექტორმა, ანდრე შულტენმა გააკეთა.

 

 




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up