ფქვილის იმპორტის ზრდის გამო წისქვილკომბინატებში 5000-მდე სამუშაო ადგილს საფრთხე ემუქრება

ფქვილის იმპორტის ზრდის გამო წისქვილკომბინატებში 5000-მდე სამუშაო ადგილს საფრთხე ემუქრება

access_time2021-10-20 11:00:47

პური ბოლო 1 წელიწადში საშუალოდ 20 თეთრით გაძვირდა, რაც დაბალშემოსავლიანი მოქალაქეებისთვის მძიმე ტვირთად იქცა. გაძვირების მიზეზი ხორბალზე ფასის მატება გახდა. საქართველო შიდა მოთხოვნის მხოლოდ 15%-ს აკმაყოფილებს, დარჩენილი 85% იმპორტზე მოდის, რუსეთის მიერ ხორბლის ექსპორტზე ბაჟის დაწესების შემდეგ ქართული მხარე ბევრად უფრო მალფუჭებად ფქვილის იმპორტზე გადაერთო. ფქვილის იმპორტი ქართულ წისქვილკომბინატებში 5000-მდე სამუშაო ადგილს უქმნის საფრთხეს.

 


თუ ივნისში 1 ტონა ხორბლის შემოტანის ღირებულება $240-ს შეადგენდა დღეს ის $320-მდე გაზრდილი, რაც ფასის 33%-იან მატებას ნიშნავს. მოსავლიანობის კლების გამო რუსეთმა ხორბლის ექსპორტზე ბაჟი დააწესა. ბაჟის ღირებულება ამჟამად ტონაზე $60-ს შეადგენს.

 


„კომერსანტი“ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელს ლევან სილაგავას დაუკავშირდა. მისი განმარტებით, ბაჟი მცურავია და გამოითვლება ფორმულით მსოფლიო ფასს მინუს 200 დოლარის 70%. ბაჟი მართალია დროებითია, მაგრამ მისი მოხსნის თარიღი უცნობია. იმპორტიორების ფქვილით დაინტერესების ზრდის გამო, გაძვირებული ხორბლის იმპორტი $80 მლნ-დან $72 მლნ-მდე შემცირდა.

 



ლევან სილაგავას თქმით, ფქვილის შენახვის ვადები 2-დან 4 თვემდეა, ხორბალი კი წლობით ინახება, თუმცა ამ მხრივ განგაშის საფუძველი არ არსებობს, რადგან ქვეყანას საჭირო მარაგები გააჩნია.

 


რუსეთი იმპორტიორებს შემთხვევით არ შეურჩევიათ. ფასების ზოგადი ზრდის ფონზე რუსული ხორბალი მაინც უფრო იაფია, ვიდრე ამერიკული ან კანადური.

 

ფქვილის იმპორტი, გარდა იმისა რომ შენახვის მცირე ვადა გააჩნია, დამატებით პრობლემებსაც წარმოშობს. ხორბლისგან განსხვავებით ფქვილი უკვე თითქმის საბოლოო პროდუქტია, ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში წისქვილკომბინატებში დასაქმებულ ადამიანებს უმუშევრობა ემუქრებათ. დარგში 5000-მდე ადამიანია დასაქმებული.

 


აგვისტოსა და სექტემბერში ოფიციალურმა ინფლაციამ 12%-ს გადააჭარბა. უმუშევრობა 22%-ს აჭარბებს. მხოლოდ წელს სოციალურად დაუცველთა რაოდენობა 90 ათასით გაიზარდა და 623 ათასს მიაღწია, რაც პანდემიამდელ მაჩვენებელზე 190 ათასით მეტია. პურის გაძვირება ყველაზე მწვავედ სწორედ სოციალურად დაუცველ ადამიანებზე მოქმედებს.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up