ინტერნეტ–გადახდების რაოდენობა 100%-ით გაიზარდა - როგორ შეცვალა პანდემიამ მომხმარებლის ქცევა

ინტერნეტ–გადახდების რაოდენობა 100%-ით გაიზარდა - როგორ შეცვალა პანდემიამ მომხმარებლის ქცევა

access_time2021-10-20 10:00:52

კოვიდ პანდემიის ფონზე საბარათე ოპერაციებისა და ბარათით გადახდების მაჩვენებლები რადიკალურად შეიცვალა, რადგან პანდემიის დასაწყისში ვირუსის შემანელებელ ერთ-ერთ ფაქტორად ნაღდი ფულის გამოყენების ნაცვლად სწორედ საბარათე ოპერაციების შესრულება ითვლებოდა.



საქართველოს ტერიტორიაზე საგადახდო ბარათებით, 2021 წლის მარტის მდგომარეობით, ქართული საბარათე ინსტრუმენტებით საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ სულ 104 მლნ ოპერაცია შესრულდა, თანხობრივად 9.1 მილიარდი ლარია. აქედან ოპერაციების რაოდენობის 94% და თანხის 93% შესრულდა ქვეყნის შიგნით, ხოლო შესაბამისად 6% და 7% ქვეყნის გარეთ. აღსანიშნავია, რომ ქართული საბარათე ინსტრუმენტებით ქვეყნის შიგნით და გარეთ განხორციელებული ოპერაციები წლიდან-წლამდე მნიშვნელოვნად იზრდებოდა.





სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში გადახდის ოპერაციების რაოდენობის წილმა სულ შესრულებულ ტრანზაქციებში 83% შეადგინა, ხოლო თანხის წილმა 38%.




2021 წლის I კვარტლის განმავლობაში ქვეყნის შიგნით ქართული საბარათე ინსტრუმენტებით განხორციელდა 98 მილიონი ოპერაცია თანხობრივად 8.5 მილიარდი ლარი. აქედან, ტრანზაქციების რაოდენობის 81% და თანხის 35% არის სავაჭრო/ მომსახურების ობიექტებში გადახდის ოპერაციები, ხოლო დანარჩენი (19% და 65% შესაბამისად) არის ნაღდი ფულის გატანის ოპერაციები. წინა წლის შესაბამის მაჩვენებლებთან შედარებით სულ ქართული საბარათე ინსტრუმენტებით შესრულებული ოპერაციების რაოდენობა გაიზარდა 9%-ით, ხოლო თანხა - 16%- ით.



2021 წლის I კვარტალში საქართველოში გამოშვებული საბარათე ინსტრუმენტებით ქვეყნის შიგნით არსებული ბანკომატებითა და ბანკის ფილიალებში განთავსებული პოს–ტერმინალებით განხორციელდა 18 მლნ ოპერაცია თანხობრივად 5.5 მილიარდი ლარი. აღნიშნული მაჩვენებელი 9%-ით ნაკლებია რაოდენობრივად და 10%-ით - თანხობრივად, წინა 2020 წლის IV კვარტლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით.



მნიშვნელოვანი ცვლილება არის ინტერნეტით განხორციელებულ ოპერაციათა რაოდენობასა და მოცულობაშიც, რაც სავარაუდოდ როგორც პანდემიური წლის, ასევე ელექტრონული კომერციის განვითარების შედეგია. 2021 წლის I კვარტალში სულ ქართული საბარათე ინსტრუმენტებით შესრულდა 24.3 მლნ ელექტრონული კომერციის ოპერაცია თანხობრივად 1.5 მილიარდი ლარი. წინა (2020 წლის IV) კვარტალთან შედარებით ქართული საბარათე ინსტრუმენტებით შესრულებული ინტერნეტ–გადახდები გაიზარდა 17%-ით რაოდენობრივად და 13%-ით თანხობრივად. 2020 წლის I კვარტალთან შედარებით ინტერნეტ– გადახდების რაოდენობა გაიზარდა 100%-ით და თანხა გაიზარდა 82%-ით.


ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up