ფრანგულმა კვლევითმა ორგანიზაცია Ipsos-მა ინფრასტრუქტურის გლობალური ინდექსი გამოაქვეყნა, რომელიც რესპონდენტების გამოკითხვის საფუძველზე მსოფლიოს 28 ქვეყანაში ინფრასტრუქტურის მდგომარეობას აფასებს.
რეიტინგში საუკეთესო მაჩვენებლები ჩინეთს, საუდის არაბეთს და ჰოლანდიას აქვთ.
საშუალოდ საკუთარი ქვეყნის ინფრასტრუქტურით (გზებით, რკინიგზით, ავიამიმოსვლით, კომუნალური მეურნეობით, კავშირგაბმულობით) გამოკითხულთა 39% კმაყოფილია, მათ შორის ძალიან კმაყოფილი კი 9%.
ამავე დროს უკმაყოფილოა 27%, მათ შორის ძალიან უკმაყოფილო 11%, ხოლო 30% არც კმაყოფილია და არც უკმაყოფილო. გამოკითხულთა 4%-ს კითხვაზე პასუხი არ გააჩნია.
თუმცა, ეს მხოლოდ საშუალო მაჩვენებელია, ქვეყნებს შორის ის განსხვავებულად ნაწილდება - ჩინეთში ინფრასტრუქტურით კმაყოფილი მოსახლეობის 77%, საუდის არაბეთში 75%, ჰოლანდიაში 74%, ინდოეთში 57%, საფრანგეთში 53%, გერმანიაში 51%, ავსტრალიაში 51%, სამხრეთ კორეაში 50%, ჩილეში 50%, იაპონიაში 48%, მალაიზიაში 45%, შვედეთში 40%, კანადაში 37%, მექსიკაში 36%, ბრიტანეთში 35%, პოლონეთში 33%, ბელგიაში 31%, სამხრეთ აფრიკაში 30%, აშშ-ში 27%, ესპანეთში 25%, პერუში 25%, რუსეთში 24%, არგენტინაში 23%, თურქეთში 23%, ბრაზილიაში 21%, კოლუმბიაში 21%, უნგრეთში 20%, იტალიაში 18%.
ინფრასტრუქტურით კმაყოფილება, რომელიც არ ნიშნავს, რომ ის რეალურად კარგადაა განვითარებული, ყველაზე მაღალია აზია-წყნარი ოკეანეს რეგიონში - 51%, ახლო აღმოსავლეთში და აფრიკაში 43%, ევროპაში 38%, ჩრდილოეთ ამერიკაშიო 32%, ლათინურ ამერიკაში 29%.
სხვადასხვა ქვეყნებში გამოკითხულთა 58% მიიჩნევს, რომ ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის არასაკმარისი კეთდება, რააც 13% არ ეთანხმება.
75% მიიჩნევს, რომ ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში ახალ სამუშაო ადგილებს ქმნიან და ეკონომიკას ზრდის პოტენციალს აძლევენ.
გამოკითხულთა 42% მიიჩნევს, რომ პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს სოციალურ ინფრასტრუქტურას, ისეთს, როგორც სკოლები და საავადმყოფოებია, 35% კი ფიქრობს, რომ უპირატესობა ეკონომიკურ ინფრასტრუქტურას უნა მიენიჭოს , მაგალითად ტრანსპორტს და კომუნალურ მეურნეობას.
55% მიიჩნევს, რომ აუცილებელია უკვე ალურია უკვე არსებული ინფრასტრუქტურის განახლება და მოვლა, 20% თვლის რომ ახალი ობიექტების აშენებაა საჭირო. 51% მიიჩნევს, რომ ინფრასტრუქტურის შეკეთების ან მშენებლობის დროს ყველაზე დიდი ყურადღება მის გარემოზე გავლენას უნდა დაეთმოს , 26%- ის აზრით კი მნიშვნელოვანი ეკონომიკაზე ზრუნვაა.