ყავის 30%-ით გაძვირების მიზეზად კომპანიები ლოგისტიკას ასახელებენ

ყავის 30%-ით გაძვირების მიზეზად კომპანიები ლოგისტიკას ასახელებენ

access_time2021-10-20 14:00:48

ყავის გლობალურ ბაზრებზე მიმდინარე საფასო ტრენდი ქართული ბაზრისთვისაც გადამდები აღმოჩნდა. იმპორტიორების ინფორმაციით, ყავის ფასმა 30%-ით მოიმატა. რაც შეეხება მოთხოვნას, ქართულ კომპანიებში არსებულ ვითარებას არაერთგვაროვნად აფასებენ. ნაწილი გაყიდვის კლებაზე საუბრობს, ნაწილი კი საპირისპიროს ადასტურებს და აცხადებს, რომ პანდემიისას ყავაზე მოთხოვნამ  საგრძნობლად მოიმატა.



,,საქართველოს ყავის კომპანიის“ ხელმძღვანელის რამაზ ციხელაშვილის ინფორმაციით, ფასის ზრდა ძირითადად ლოგისტიკის გაძვირებით არის გამოწვეული.



,,ყავის ფასი მთელ მსოფლიოში იზრდება და ეს პროცესი უკვე ქართულ ბაზარზეც აისახა. ბოლო პერიოდის განმავლობაში ყავა ქართველ მომხმარებელს 30%-ით გაუძვირდა. ცვლილება რეალიზაციაზეც აისახა - დაახლოებით 20%-ის ფარგლებშია კლება. შესაბამისად, შეიცვალა მომხმარებლის ქცევაც, ძვირადღირებულ ყავაზე მოთხოვნა ნაკლებადაა. შეიძლება ითქვას, რომ მასიურად იაფი ყავა იყიდება. ეს ლოგიკურია, ფასები ზრდისკენაა მიდრეკილი და ეს ტენდენცია ბოლო პერიოდის განმავლობაში შეუცვლელია.  შემოსავლები კი პირიქით, მცირდება.  რამდენადაც ვიცი, უცხოურ ბაზრებზე გაძვირება დიდწილად წარმოების შემცირებას უკავშირდება. ჩვენს შემთხვევაში კი დიდი გავლენა იქონია ლოგისტიკის ფასმა, მარტო ტრანსპორტირების ხარჯი 30%-ით გაგვეზარდა, რა მაჩვენებლითაც პროდუქტის გაძვირება მოვახდინეთ“, - ამბობს ,,კომერსანტთან“ ზურაბ ციხელაშვილი.



ყავის ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელი და იმპორტიორი  კომპანიის ,,ჩერის“ მენეჯერის თინათინ ლომთათიძის თქმით, კომპანიამ ყავა დაახლოებით 15%-ით გააძვირა, თუმცა ამას გაყიდვები არ შეუმცირებია.



,,ყავის გაძვირება გაყიდვებზე ადეკვატურად არ ასახულა. როგორც ჩანს, ფასს გაგებით მოეკიდა ჩვენი მომხმარებელი. ყველამ იცის რეალურად რაც ხდება გლობალურ ბაზრებზე, ამიტომ ფასების ზრდა მოულოდნელი არ ყოფილა. იქიდან გამომდინარე, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი პანდემიისას ონლაინ მუშაობდა, ამან გაყიდვები წაახალისა კიდეც, ამიტომ მოთხოვნა გაიზარდა“, - ამბობს ლომთათიძე.




„ჩერი“ დაარსდა 2012 წლის 21 მარტს. კომპანიის საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოადგენს  ყავის იმპორტი, მისი შემდგომი გადამუშავება (გაწმენდა, მოხალვა, დაფქვა, დაფასოება) და დისტრიბუცია საქართველოს ტერიტორიაზე.



ამ ეტაპზე ,,ჩერი“ ყველაზე დიდი ყავის საწარმოა საქართველოში. მასში 4,5 მილიონი ლარის ინვესტიციაა განხორციელებული. კომპანია 22 სახეობის პროდუქტს აწარმოებს.



რაც შეეხება გლობალურ ბაზრებზე არსებულ ტრენდს,  ,,როიტერსის“ ცნობით, ბრაზილიაში ყავა უკვე 55%-ით გაძვირდა.



ძლიერმა ყინვამ ბრაზილიის ყავის მინდვრების დიდი ნაწილი დააზიანა. 



ყავის ხეები უკიდურესად მგრძნობიარეა ყინვის მიმართ. წინასწარი შეფასებით, ყინვების შედეგად დაზარალდა 150 ათასიდან 200 ათას ჰექტრამდე მიწა, რომელზეც არაბიკის კულტურების მთლიანი ფართობის დაახლოებით 11% იყო განლაგებული.



ცნობილია, რომ ყავა და კაკაო საქართველოში არ იწარმოება. ქვეყანაში მუშაობს ყავის რამდენიმე ქარხანა, თუმცა მათ ნედლეული სხვადასხვა ქვეყნებიდან შემოაქვს და ადგილზე მხოლოდ მისი მოხალვა-დაფქვა-დაფასოება ხდება.

 

 მარი ჩიტაია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up