Tide, Ariel, Fairy და Pampers კიდევ უფრო გაძვირდება

Tide, Ariel, Fairy და Pampers კიდევ უფრო გაძვირდება

access_time2021-10-20 17:55:58

კომპანია Procter & Gamble-ის პროდუქცია, რომელიც ქართველი მომხმარებლებისთვის, ძირითადად, Tide-ის, Ariel-ის, Fairy-სა და Pampers-ის ბრენდების პროდუქტებით არის ცნობილი, კიდევ უფრო გაძვირდება. ამის შესახებ განცხადება P&G-ის ფინანსურმა დირექტორმა, ანდრე შულტენმა გააკეთა.

მისი თქმით, ნედლეულისა და ლოჯისტიკური ხარჯების ზრდამ Procter & Gamble-ის მთლიანი მარჟები 400 საბაზისო პუნქტით შეამცირა. ნეგატიური გავლენა ნაწილობრივ მაღალი ფასებით, დაზოგვისა და პროდუქტიულობის ზომების გაძლიერებით კომპენსირდა. ამას თან დაერთო სავალუტო კურსის ხელსაყრელი სხვაობაც.

მარკეტინგული ხარჯები 5%-ით, 130 მლნ დოლარამდე გაიზარდა. ამ ხარჯების წილი მთლიან ხარჯებში არსებულ დონეზე დარჩა. ანდრე შულტენის თქმით, ვიდრე სარეკლამო ინვესტიციებიდან კომპანია კარგ შემოსავალს იღებს, ის მარკეტინგულ ბიუჯეტსაც გაზრდის. მარკეტინგული ხარჯების ეფექტიანობის ასამაღლებლად P&G ციფრულ დაფარვას გაზრდის და თარგეთინგს გააუმჯობესებს.

ანდრე შულტენმა ხაზი გაუსვა, რომ კომპანია თავისი ბრენდების კონკურენტუნარიანობაში ინვესტიციებს ყოველთვის დებდა და მომავალშიც ჩადებს. P&G ყურადღებას ამახვილებს ყოველდღიური მოხმარების პროდუქციაზე, პირველ რიგში სახლის მოვლის, ჰიგიენისა და ჯანმრთელობის პროდუქტებზე. ამ კატეგორიებში, რომელსაც კორპორაცია performance-driven-ს (შესრულებაზე ორიენტირებულს) უწოდებს, პროდუქტის ეფექტიანობა მომხმარებლის მხრიდან ბრენდზე არჩევანის გაკეთებას განსაზღვრავს. სწორედ ამიტომ Ariel-ის, Fairy-სა და Pampers-ის მწარმოებელმა გადაწყვიტა, ხარისხის, შეფუთვის, ბრენდის კომუნიკაციის, საცალოსთან თანამშრომლობისა და პროდუქტის ღირებულების დონე აემაღლებინა.

კოვიდპანდემიის მთავარი გამოწვევის ფონზე, როცა მიწოდების ჯაჭვი დაირღვა, შრომის დეფიციტი გაჩნდა, ტრანსპორტირება შეფერხდა და ინფლაციური წნეხი გაიზარდა, P&G-მა 2022 წლის (გადასახადების შემდგომი) სასაქონლო ხარჯების პროგნოზი 1.8-დან 2.1 მლრდ დოლარამდე გაზარდა. გარდა ამისა, კომპანია ტრანსპორტირებისა და სატვირთო ხარჯების 200 მლნ დოლარამდე ზრდას მოელის.


კორპორაციამ აშშ-ს ბაზარზე ფასები უმეტეს კატეგორიაზე უკვე გაზარდა, დაწყებული დასუფთავების პროდუქტებიდან და მოვლის საშუალებებით დამთავრებული. ესენია: Baby Care, Feminine Care, Adult Incontinence, Family Care, Home Care, Fabric Care, Grooming, Skin Care, Oral Care. თუმცა ანდრე შულტენის თქმით, ფასები ბევრ სხვა ბაზარზეც გაიზრდება. ის აცხადებს, რომ ფასების მატებაში ერთიანი მიდგომა არ არსებობს და გადაწყვეტილება კატეგორიისა და ბრენდის მიხედვით მიიღება. თუმცა ფასის ზრდას ინოვაციების დანერგვაც ახლავს თან, რაც P&G-ს თავისი პროდუქციის დამატებითი ღირებულების შექმნის საშუალებას აძლევს მომხმარებლებისთვის.

შულტენი დარწმუნებულია, რომ ფასების ზრდა მომდევნო კვარტლებში გაყიდვების მთავარი მამოძრავებელი გახდება. ამავე დროს, კომპანია ყურადღებით დააკვირდება სამომხმარებლო ტენდენციებსა და მომხმარებელთა რეაქციას.

Bpn.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up