ბანკების სავალუტო ოპერაციებიდან მიღებული მოგების თითქმის ნახევარი საქართველოს ბანკზე მოდის

ბანკების სავალუტო ოპერაციებიდან მიღებული მოგების თითქმის ნახევარი საქართველოს ბანკზე მოდის

access_time2021-10-20 12:00:39

ეროვნული ვალუტა დოლარის მიმართ 2021 წლის პირველ ნახევარში თითქმის 11 პუნქტით გამყარდა, თუმცა წლის განმავლობაში ის მნიშვნელოვანი რყევებით გამოირჩეოდა. თუ 1-ელი იანვრისთვის დადგენილი კურსით ერთი ამერიკული დოლარი 3.2766 ლარი ღირდა, მეორე კვარტლის ბოლოს, ანუ 30 ივნისს, ოფიციალურმა კურსმა 3.1603 ლარი შეადგინა. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ეროვნული ვალუტის მერყეობით მხოლოდ საბანკო სისტემა რჩება მოგებული.



ანგარიშგებების მიხედვით, კომერციული ბანკების არასაპროცენტო შემოსავლების დიდი წილი სწორედ ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებიდან მიღებულ მოგებას უჭირავს. კომერციული ბანკების ანგარიშგებების მიხედვით, თერთმეტმა ბანკმა 2021 წლის მეორე კვარტალში ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებიდან თითქმის 109 მლნ. ლარის მოგება მიიღო, ხოლო ოთხი ბანკის ზარალმა 7 მლნ. ლარს გადააჭარბა.


კომერციული ბანკების რეიტინგი ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებიდან მიღებული მოგების მიხედვით ასეთია:



საქართველოს ბანკი - 51,226,790 ლარი (2020 წლის II კვარტალში 91,542,917 ლარი);


თიბისი ბანკი - 32,640,777 ლარი (2020 წლის II კვარტალში 52,181,942 ლარი);


ვითიბი ბანკი ჯორჯია - 6,984,260 ლარი (2020 წლის II კვარტალში 9,792,919 ლარი);



პროკრედიტ ბანკი - 4,338,657 ლარი (2020 წლის II კვარტალში 5,861,450 ლარი);


პაშა ბანკი საქართველო - 4,065,037 ლარი (2020 წლის II კვარტალში 1,217,204 ლარის ზარალი);


ტერაბანკი - 3,638,531 ლარი (2020 წლის II კვარტალში 1,441,485 ლარი);


სილქ როუდ ბანკი - 1,564,473 ლარი (2020 წლის II კვარტალში 1,899,399 ლარი);


ბანკი ქართუ - 1,523,653 ლარი (2020 წლის II კვარტალში 3,647,702 ლარი );


იშბანკი საქართველო - 1,362,453 ლარი (2020 წლის II კვარტალში 680,001 ლარი);

ზირაათ ბანკი საქართველო - 580,135 ლარი (2020 წლის II კვარტალში 702,784 ლარი);

ბაზისბანკი - 215,275 ლარი (2020 წლის II კვარტალში 2,533,527 ლარი);


ლიბერთი ბანკი - ზარალი 4,495,132 ლარი (2020 წლის II კვარტალში 6,108,733 ლარი);


კრედო ბანკი
 - ზარალი 2,089,375 ლარი (2020 წლის II კვარტალში 212,638 ლარი);


ფინკა ბანკი საქართველო - ზარალი 497,310 ლარი (2020 წლის II კვარტალში 1,509,675 ლარი);


ხალიკ ბანკი საქართველო - ზარალი 74,262 ლარი (2020 წლის II კვარტალში ზარალი 33,944 ლარი).




თეგები:
ვალუტა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up