დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

access_time2020-12-10 21:00:58

დღის Top 10 საინტერესო ამბავი:


1.„პოლიტიკური სტაბილურობა, კვალიფიციური კადრები, დემოკრატიული და არაკორუფციული გარემო ინვესტორებისთვის მთავრობის შეთავაზებაზე უფრო მნიშვნელოვანია“

„ამერიკის კერძო ინვესტიცია დამოკიდებულია სტაბილურ, დამოუკიდებელ სასამართლო სისტემაზე. კიდევ ბევრი საქმეა გასაკეთებელი – ჩვენი მხარდაჭერა გრძელდება”, — ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ საქართველოში ვიზიტის შემდეგ საკუთარ სოციალურ ქსელში დაწერა.


2.„გვიწევს სხვაგან ვეძებოთ კონტრაქტები- საქართველოში ჩინურ სამშენებლო კომპანიებს კონკურენციას ვერ ვუწევთ“ - „კავკასუს როუდ პროჯექტი“

„ჩვენთან გზებს და ხიდებს ჩინელები აშენებენ, ქართველი მშენებლები კი სომხეთში ვაშენებთ“, ამის შესახებ კომერსანტს „კავკასუს როუდ პროჯექტის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი პაატა ტრაპაიძე განუცხადა. მაშინ, როცა საქართველოს მთავრობა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში რეპუტაცია შელახულ, ჩინური კომპანიებთან აქტიურად თანამშრომლობს, საქართველოში დაფუძნებული კომპანია ერევანში 255 მეტრი სიგრძის 2 ახალ ხიდს აშნებეს. „კავკასუს როუდ პროჯექტი“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორის თქმით, ბაზარზე არსებული არაჯანსაღი კონკურენციის გამო ქართული კომპანიები კონტრაქტებს სხვაგან ეძებენ.


3.„წლებია ინვესტიციების კლების ტრენდი გვაქვს, პანდემია გადამწყვეტი ფაქტორი არ არის“

020 წლის მესამე კვარტალში საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 23.6%-ით შემცირდა და მან $302.6 მილიონი დოლარი შეადგინა. ჯამურად, წლის 9 თვეში FDI $719 მილიონი დოლარი იყო, რაც 2019 წელთან შედარებით 24%-ით ანუ $228 მილიონი დოლარით ნაკლებია.


4.პირდაპირი რეისები ნიუ-იორკში, ტორონტოში, ტოკიოსა და სეულში - ქართული ავიაკომპანიის ამბიცური გეგმები


„ხელი მოვაწერეთ, პროექტს Airbus A330 -300 თვითმფრინავის ჩამოყვანაზე, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს თბილისი-ტორონტო, თბილისი ნიუ-იორკის მიმართულებით ამვიამიმისვლაზე და ტურისტების შემოყვანასთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ „კომერსანტს“ ქართული ავიაკომპანიის „Air Georgia“-ს დამფუძნებელმა გიორგი კოდუამ განუცხადა. ბიზნესმენს იმედი აქვს რომ ეპიდემილოგიური მდგომარეობა გაზაფხულზე დასტაბილურდება და ქვეყანაში აქტიურები ფრენები დაიწყება.


5.„გაუგებარია ტარიფის ზრდა“ - შვიდი ბიზნესასოციაცია „თბილისი ენერჯისთან“ შეხვედრას ითხოვს

საქართველოში მოქმედი შვიდი ბიზნეს ასოციაციაცია გაზის ტარიფის ზრდასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ბიზნესასოციაციები ეხმაურებიან „თბილისი ენერჯის“ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც გაზის კომერციული ტარიფი 0.24 ლარით გაიზარდა.


6.„თუ 2021 წელს ტურიზმი არ აღდგება, ეკონომიკის ზრდა 3.5%-ზე მეტი არ იქნება” - Galt & Taggart

2021 წლისთვის მთავრობა და ეროვნული ბანკი 5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით კი ზრდა უფრო მცირე, 4.3% იქნება.


7.„რისკის ქვეშ დგას არათუ ახალი ინვესტიციების განხორციელება, არამედ არსებულის შენარჩუნება“ - 10 მლნ-ის ზარალი ერთ დღეში

„დღეს რისკის ქვეშ დგას არათუ ახალი ინვესტიციების განხორციელება, არამედ არსებულის შენარჩუნება,“ - ამის შესახებ, თბილისი ცენტრალის გენერალურმა დირექტორმა ლევან ყარალაშვილმა განაცხადა.


8.სასტუმრო „როიალ ბატონი“ გაფართოებას გეგმავს

„როიალ ბატონის“ გენერალურმა მენეჯერმა ლაშა ხეთერელმა სასტუმროს სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, სასტუმროს განახლებაზე მუშაობა დაწყებულია.


9.სომხეთში ახალი რევოლუციის მცდელობა ჩაიშალა

8 დეკემბერს ოპოზიციის მიერ სომხეთის პრემიერ-მინისტრის მიმართ ულტიმატუმის ვადა ამოიწურა, დანიკოლ პაშინიანის გადაყენების მიზნით ქუჩის აქციები დაიწყო.


10.ჩინეთი - მსოფლიოში ერთადერთი ეკონომიკა, რომელიც 2020 წელს გაიზრდება

როგორც ჩანს, ჩინეთი პანდემიით გამოწვეული შოკიდან წარმატებით გამოვიდა, ბოლო სტატისტიკური მონაცემებით, 2020 წლის მე-3 კვარტალში ქვეყნის ეკონომიკა 4,9%-ით გაიზარდა, მე-4 კვარტალში მოსალოდნელია 5%-იანი ზრდა.


თეგები:
Top 10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up