„გაუგებარია ტარიფის ზრდა“ - შვიდი ბიზნესასოციაცია „თბილისი ენერჯისთან“ შეხვედრას ითხოვს

„გაუგებარია ტარიფის ზრდა“ - შვიდი ბიზნესასოციაცია „თბილისი ენერჯისთან“ შეხვედრას ითხოვს

access_time2020-12-10 13:00:10

საქართველოში მოქმედი შვიდი ბიზნეს ასოციაციაცია გაზის ტარიფის ზრდასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ბიზნესასოციაციები ეხმაურებიან „თბილისი ენერჯის“ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც გაზის კომერციული ტარიფი 0.24 ლარით გაიზარდა.


„რამოდენიმე დღის წინ, ჩვენთვის და საზოგადოებისთვისთვის ცნობილი გახდა, რომ გაზმომარაგების კომპანიამ თბილისი ენერჯი მიიღო ბიზნეს-სუბიქტებისთვის (ე.წ. კომერციული სექტორი) გაზმომარაგების ტარიფის 0.24 ლარით გაზრდის გადაწყვეტილება. კომპანიის განმარტებით, ამის მიზეზი გახდა ეროვნული ვალუტის კურსის მკვეთრი გაუფასურება ძირითად უცხოურ ვალუტებთან მიმართებით.


გვსურს დავაფიქსიროთ ჩვენი პრინციპული და მკვეთრად უარყოფითი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. განსაკუთრებით გაუგებარია ამ გადაწყვეტილების მიღება ახლა, უმძიმესი ეკონომიკური კრიზისის დროს, რომელიც გამოწვეულია კორონავირუსის პანდემიის გავრცელების დიდი მასშტაბით ჩვენს ქვეყანაშიდა მთელს მსოფლიოში. ახლა, როცა თითქმის ყველა ბიზნესი გაჩერებულია და დაზარალებული დარგები მუდმივად მიმართავენ მთავრობას სხვადასხვა სახის დახმარებებისა და შეღავათების გაწევის მოთხოვნით, თბილისი ენერჯი იღებსმოულოდნელ და შეუთანხმებელ გადაწყვეტილებას და ბიზნესზე ახორციელებს სრულიად გაუმართლებელ დამატებით წნეხს და უზრდის ისადაც მაღალ კომუნალურ გადასახადს.


ცნობილია, რომ მოქმედი რეგულაციების მიხედვით, კომერციული სექტორისთვის ტარიფების დაწესება არ რეგულირდება ეროვნული მარეგულირებლის მიერ, რაც ასევე, რბილად რომ ვთავათ, უცნაურია. მაგრამ აქ გასათვალისწინებელია ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი - განსხვავებით ჩვეულებრივი სტანდარტული ეკონომიკური საქმიანობისგან, ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ბუნებრივ მონოპოლიასთან, რომლის ესა თუ ის გადაწყვეტილება მკვეთრ ზეგავლენას ახდენს ქვეყნის მთელს ეკონომიკაზე და მასში ჩართულ ყველა სუბიექტზე. დიახ, თბილისი ენერჯიმ გვაცნობა, რომ ტარიფის ზრდა არ შეეხება ჩვეულებრივ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებს, მაგრამ ეს რომ ასე არ არის, ყველასათვის ცხადია. ჯერ ერთი, გაზის ტარიფის გაძვირება გამოიწვევს პროდუქციის თვითღირებულების და შესაბამისად, სარეალიზაციო ფასების ზრდას, რასაც ეს საყოფაცხვრებო მომხმარებელი მყისიერად იგრძნობას საკუთარ ჯიბეზე, და მეორე, ამ ე.წ. საყოფაცხოვრებო მომხმარებლების აბსოლუტური უმრავლესობა დასაქმებულია სწორედ იმ კომპანიებში, რომლებსაც ახლა დამატებითი უზრმაზარი ხარჯი უჩნდებათ. შესაბამისად, ეს კოპმანიები იძულებულნი იქნებიან კიდევ უფრო შეამცირონ ან დასაქმებულების რაოდენობა ან მათი ხელფასები, რაც ნიშნავს, რომ არაპირდაპირ, მაგრამ ეს პროცესი მთელს მოსახლეობას შეეხება და მნიშვნელოვნადაც დააზარალებს.




ჩვენ კარგად გვესმის ეროვნული ვალუტის მუდმივი დევალვაციით გამოწვეული პრობლემების სიმწვავე, რასაც განიცდის ბიზნეს-საქმიანობაში ჩართული ყველა საწარმო საქართველოში. აქ არ შეიძლება არ ავღნიშნოთ, რომ ჩვენ, სხვადასხვა ბიზნეს ასოციაციები თუ ცალკეული ბიზნეს-კომპანიების წარმომდგენლები არაერთგზის გამოვსულვართ სხვადასხვა წინადადებებით და მიგვიმართავს მთავრობისა და ეროვნული ბანკისათვის წარმოედგინათ კონკრეტული გეგმა, თუ როგორ აპირებენ ამ პრობლემის მოგვარებას - ლარის შეუქცევად გაუფასურებას. თუმცა საკითხი დღემდე გადაუჭრელია და პროგნოზი იმისა, თუ როდემდე გაგრძელდება ეს უაღრესად საზიანო პროცესი, დღესაც არ არსებობს.


ზემოთქმულიდან გამომდინარე, ცხადია, რომ მძიმე პრობლემები შეექმნებოდა თბილისი ენერჯისაც და ამ საკითხის მუდმივ მოუგვარებლობაზე ის პასუხისმგებელი ვერანაირად ვერ იქნება. მაგრამ, გამომდინარე საკითხის მასშტაბურობიდან და ქვეყანაში ამ ეტაპზე მიმდინარე უმძიმესი კრიზისული პროცესებიდან, ასევე იქიდან, რომ როგორც ზემოთ უკვე ავღნიშნეთ, საქმე გვაქვს კომპანიის ბუნებრივ მონოპოლიურ მდგომარეობასთან, მოვითხოვთ თბილისი ენერჯის ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრას და მათგან განმარტებას შემდეგ 2 საკითხზე:


  1. რატომ ხდება კონკრეტულად ამ ოდენობით - 0,24 ლარით ტარიფის გაძვირება და 2) წარმოდგენილ იქნას ტარიფის დათვლის მეთოდოლოგია, თუ რა კომპონენტებისგან შედგება ესა თუ ის ტარიფი და როგორია ხარჯების სტრუქტურა კომპანიაში.


ასევე მივმართავთ საქართველოს მთავრობას, დროულად ჩაერიოს ამ საკითხის მოგვარებაში და გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი ამ უაღრესად საზიანო პროცესის დასარეგულირებლად“,  ნათქვამია განცხადებაში.


ხელის მომწერი ასოციაციები არიან:

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო
გადასახადის გადამხდელთა კავშირი
საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია
დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია
საქართველოს სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაცია
რესტორატორთა ასოციაცია



თეგები:
გაზი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up