„გვიწევს სხვაგან ვეძებოთ კონტრაქტები- საქართველოში ჩინურ სამშენებლო კომპანიებს კონკურენციას ვერ ვუწევთ“  - „კავკასუს როუდ პროჯექტი“

„გვიწევს სხვაგან ვეძებოთ კონტრაქტები- საქართველოში ჩინურ სამშენებლო კომპანიებს კონკურენციას ვერ ვუწევთ“ - „კავკასუს როუდ პროჯექტი“

access_time2020-12-10 11:00:10

„ჩვენთან გზებს და ხიდებს ჩინელები აშენებენ, ქართველი მშენებლები კი სომხეთში ვაშენებთ“, ამის შესახებ კომერსანტს „კავკასუს როუდ პროჯექტის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი პაატა ტრაპაიძე განუცხადა. მაშინ, როცა საქართველოს მთავრობა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში რეპუტაცია შელახულ, ჩინური კომპანიებთან აქტიურად თანამშრომლობს, საქართველოში დაფუძნებული კომპანია ერევანში 255 მეტრი სიგრძის 2 ახალ ხიდს აშნებეს. „კავკასუს როუდ პროჯექტი“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორის თქმით, ბაზარზე არსებული არაჯანსაღი კონკურენციის გამო ქართული კომპანიები კონტრაქტებს სხვაგან ეძებენ.

 

„2010 წლის შემდეგ სომხეთის ბაზარზე შესვლა რამდენჯერმე ვცადე, მაგრამ იქ არსებული სისტემის და კორუფციის გამო პროექტის განხორციელების შესაძლებლობა არ მოგცვეა. თუმცა მას შემდეგ რაც ნიკოლ ფაშინიანი ხელისუფლების სათავეში მოვიდა სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. შარშან გვთხოვეს ტენდერებში მიგვეღო მონაწილეობა, რასაც დავთანხმდით და დღეს იქ ხიდს ვაშენებთ. ერევნის გარეუბანში 255 მეტრი სიგრძის 2 ახალ ხიდს ვაშენებთ, ეს არის ავტობანის ხიდები 15 მეტრიანი სიგანით. როდესაც საქართველოში ჩინელები დაბალ ფასში შემოდიან ჩვენ კონკურენციას ვერ ვუწევთ, ამიტომ სხვა კონტრაქტების ძიება გვიწევს. ჩვენთან გზებს და ხიდებს ჩინელები აშენებენ, ქართველი მშენებლები კი სომხეთში ვაშენებთ. ერევანში, ადგილზე 14 ადამიანია დასაქმებული, ახლა კიდევ 9 მიდის, ეს რიცხვი უფრო გაიზრდება. აღსანიშნავია, რომ ყველა მათგანი ქართველები არიან, ადგილობრივი მხოლოდ 5 ადამიანი გვყავს“, - განაცხადა პაატა ტრაპაიძე.


"კომერსანტის" კითხვზა ხომ არ აპირებს „კავკასუს როუდ პროჯექტი“ სხვა მეზობელი ქვეყნების მიმართულებითაც მუშაობის გააქტიურებას პაატა ტრაპაიძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე კომპანია ჯერ-ჯერობით სომხეთზეა ორიენტირებული.


 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღს წინ პოლონეთის ელჩმა საქართველოში, მარიუშ მაშკიევიჩმა BMG-სთან ინტერვიუში გაოცება გამოხატა საქართველოს მთავრობის მიერ გზებისა და გვირაბების სამშენებლო პროექტებისთვის ჩინური კომპანიების მოწვევის გამო და განაცხადა, რომ პოლონეთს ამ სამუშაოების უკეთესად შესრულება შეუძლია.


ბაჩო ადამია




ყველა დახმარების პაკეტი ყველა რესტორანს ვერ მოერგება - რესტორატორთა ასოციაცია

ყველა დახმარების პაკეტი ყველა რესტორანს ვერ მოერგება - რესტორატორთა ასოციაცია
access_time2021-03-05 13:00:52
ფულადი დახმარების გარეშე დარჩენილი რესტორნებისთვის ასოციაცია ეკონომიკურ გუნდთან მოლაპარაკებების გაგრძელებას გეგმავს. მსჯელობა იქნება როგორც რეგიონში არსებული ასევე მსხვილი რესტორნებისთვის გარკვეული დახმარების გამოყოფაზე. „პანდემიის დაწყებიდან დღემდე იყო დახმარების რამდენიმე პაკეტი. ეს იყო საშემოსავლო და ქონების გადასახადის გადავადება, საბანკო პროცენტების სუბსიდირების პროგრამა და ბოლო ფულადი დახმარება. რა თქმა უნდა, ყველა რესტორანი ერთდროულად ამ სამ დახმარების პაკეტს ვერ...

საკრედიტო პორტფელში უმოქმედო სესხები გაორმაგებულია - ლიდერი „ქართუ ბანკია“

საკრედიტო პორტფელში უმოქმედო სესხები გაორმაგებულია - ლიდერი „ქართუ ბანკია“
access_time2021-03-05 11:00:01
2020 წლის კრიზისის ფონზე, საკრედიტო პორტფელში უმოქმედო სესხების წილი წლის დასაწყისიდან 3.9 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და მიმდინარე მდგომარეობით 8.4%-ს შეადგენს, რაც წინა წელთან შედარებით გაორმაგებული მაჩვენებელია, - ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა სხდომის გადაწყვეტილების...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-03-04 21:30:17
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:   1. გაზრდილი ფასები და შემცირებული მომხმარებელი - ბათუმის რესტორნებს მოგებაზე გასვლა აგვისტომდე შეუძლებლად მიაჩნიათ   ბათუმში რესტორნების შიდა სივრცეები 1-ლი მარტიდან გაიხსნა, კვების ობიექტებს...

ბათუმის დინამო ყველაზე ძვირად ღირებულია! ქართულ ლიგაში მოთამაშის საშუალო ფასი 138 ათასი ევროა

ბათუმის დინამო ყველაზე ძვირად ღირებულია! ქართულ ლიგაში მოთამაშის საშუალო ფასი 138 ათასი ევროა
access_time2021-03-04 21:00:45
„ტრანსფერმარკტმა“ ეროვნული ლიგის გუნდების ჯამური ფასები განაახლა და ცნობილი გახდა, რომ გერმანული ინტერნეტ-პორტალის შეფასებით, მთავარი ქართული ლიგის ყველაზე ძვირადღირებული კლუბი ბათუმის „დინამოა“. საქართველოს ვიცე-ჩემპიონის მოთამაშეების ჯამური ფასი 5,1 მილიონი ევროა. ყველაზე ნაკლები ჯამური ღირებულება კი „სამტრედიას“ აქვს. ბათუმის დინამო ასევე ლიდერობს მოთამაშეთა...

მთავრობა 500 მლნ დოლარიანი ვალის დაფარვას ახალი ვალით გეგმავს

მთავრობა 500 მლნ დოლარიანი ვალის დაფარვას ახალი ვალით გეგმავს
access_time2021-03-05 12:00:40
$500 მლნ-ის ღირებულების ევროობლიგაციების დაფარვის დრომდე 1 თვეღა დარჩა. მთავრობა მის გასტუმრებას ახალი სესხით გეგმავს. პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, რეფინასნირების თაობაზე მოლაპარაკებები საერთაშორისო საინვესტიციო ბანკთან დაიწყება. ევროობლიგაციების ისტორია 2008 წლის აპრილში იწყება. ინიციატივა იმდროინდელ პრემიერ-მინისტრ ლადო გურგენიძეს ეკუთვნოდა. მაშინ ლონდონის ბირჟაზე გათავსებულ ობლიგაციებში მთავრობა ძალიან მაღალ 7.5%-იან სარგებელს არიცხავდა, თუმცა იმ პერიოდში...


მსგავსი სიახლეები

up